Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისია უარყოფს ინფორმაციას ზოგი შედეგის ბათილად ცნობაზე


რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში პარტნიორი რადიოს, ”ათინათის” კორესპონდენტმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა, რომ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ექვსი საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ეთერის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ფიფიას, რომელმაც უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ბათილად არ არის ცნობილი არც ერთი უბნის შედეგები. გთავაზობთ 67-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოაგილის გიორგი ფიფიას კომენტარს, რომელიც მან უკვე რადიო თავისუფლების კორესპონდენტს მისცა: ”რაც შეეხება გუშინდელ დღეს და დღესაც არის იგივე რეალობა, რომ ზუგდიდში ხუთი საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგი ჯერ არ არის გამოქვეყნებული იმიტომ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიამ დღეს უნდა იმსჯელოს ამ უბნების შესახებ. არც ერთი არ არის ბათილად ცნობილი. უბრალოდ, ხუთი უბნის მონაცემებზე უნდა იმსჯელოს საოლქო-საარჩევნო კომისიამ.”
XS
SM
MD
LG