საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შდა პროდუქტი 2.3 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდის ამგვარი მაჩვენებელი დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მაგრამ ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2-3-პროცენტიან ზრდაში საამაყო არაფერია.
„საქსტატის“ წინასწარი შეფასების მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4 პროცენტით გაიზარდა. ამავე კვლევის თანახმად, პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2 პროცენტზე ოდნავ მეტია. ამგვარი სტატისტიკა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეაფასა.
Your browser doesn’t support HTML5