რადიოჟურნალი - 1185-ე გამოშვება

გამოფენა „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“

"მეათე სტუდიის" დიდი ნაწილი დღეს დაეთმობა ორ ძალიან მნიშვნელოვან დასავლელ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობას. ერთია გერმანია - წელს საქართველო და გერმანია ურთიერთობის მე-200 წლისთავს აღნიშნავენ. ვისაუბრებთ აგრეთვე აშშ-თან საქართველოს მეგობრობაზე, დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით. ამ თარიღს ეძღვნება ფოტოექსპოზიცია "ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი", რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ამერიკასთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობის 25-ე წლისთავს ეძღვნება ბათუმში დაწყებული გამოფენაც: მასზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორია ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოხელოვანი, რობერტ კაპა, რომელმაც 70 წლის წინ იმოგზაურა საქართველოში, მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად. ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას.

Your browser doesn’t support HTML5

მეათე სტუდია