მობილურის ზარი. მამაკაცის ხმა: "ხურციძეების თაობაზე ვრეკავ..."
ხურციძეები!!!
ხურციძეებს ვეძებთ მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა რიჩარდ სოლაშმა პარაოლიმპიელი ვარსკვლავისგან, ელიზაბეთ სტოუნისგან ინტერვიუ აიღო. და ეს ამბავი რადიო თავისუფლების ვებსაიტზე გაჩნდა. ელიზაბეთმა რიჩარდს უთხრა, რომ ქართველია და მისი ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძეა.
22 წლის ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. აგვისტოში, ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე, 100 მეტრზე ბატერფლაის სტილითა და ამავე დისტანციაზე გულაღმა ცურვაში აშშ-ის წარმომადგენელმა ელიზაბეთ სტოუნმა ბრინჯაოს მედლები მოიგო. 2008 წელს კი, პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე, მან "ვერცხლი" მოიპოვა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამერიკაში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, ყოველთვის ქართულად ვამბობდი - “ფეხი”. მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ ”ფეხი” იქცა ”ბეკიდ”. ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყაიდაზე, ”ბეკიდ” მოვიხსენიებ” - უთხრა ელიზაბეთმა რიჩარდ სოლაშს.
ელიზაბეთი ცურვის დროს ”ბეკის” ყოველთვის იხსნის და ნებისმიერ ასპარეზობაზე, შინ თუ გარეთ, გულშემატკივართა ოვაცია საზღვარს გადადის, როცა იგი ეტლით უახლოვდება საცურაო აუზს.
"შინ" - ანუ ამერიკაში. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო...
ახლა კი, ირკვევა, რომ ელიზაბეთ სტოუნი ქეთევან ხურციძეა. იცის, რომ ოთხ წლამდე ქუთაისის ბავშვთა სახლში იზრდებოდა, სადაც იგი ამერიკელმა ფიზიოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა ნახა და იშვილა. არაფერი იცის მისი ქართული ოჯახის შესახებ, თუმცა ფიქრობს მასზე და, შესაძლოა, ოდესმე მოვძებნოო - ამბობს.
არც არაფრის იმედი გვქონია, უბრალოდ, მაინც... გაკითხვა-გამოკითხვა: ბავშვთა სახლი ქუთაისში, ხურციძეები... ბევრნი ყოფილან!
და აი, მოულოდნელი ზარი მობილურზე... მამაკაცის ხმა ამბობს, რომ ხურციძეების ნათესავია, რომ იცის ოჯახი. რომ ძმას ლაშა ჰქვია და ქეთევანის მოძებნა უნდა.
ან რატომ არ ენდომებათ - სახელოვანი ელიზაბეთ სტოუნი. არ იქნებოდა ურიგო ასეთი გოგოს ნათესაობა. კაცმა რომ თქვას, ბევრი ისურვებდა.
ცხადია, მაინც ვურეკავ ლაშას. უემოციო, მშრალი საუბარი - მოვალო. საიდან მოდის? ვანის რაიონი სოფელი დიხაშხო.
ადგილზე ჯობია ყველაფრის ნახვა. ადგილზე უფრო გამოჩნდება... სოფელი სხვაა. სოფელში ყველამ ყველაფერი იცის. სოფელში ძნელია სურვილების რეალობად წარმოჩენა.
ლაშა ქუთაისში გველოდება. საღორიას ტყის გადასახვევთან. მორიდებული, სიტყვაძუნწი.
გზა ტყეზე გადის... და ხურციძეების ამბავიც ამ გზაზე იწყება - დიხაშხო-ქუთაისის გზაზე.
ლაშა: „ის მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი სულ ტიროდა მაგაზე... რამდენიმე წლის განმავლობაში სულ ტიროდა..."
ლაშა ტყუპისცალია. ჰყავს და თეონა. ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს დედა ფეხმძიმედ რომ იყო. 5 წლისანი იყვნენ ტყუპები, როცა ქეთევანი გაჩნდა. მამა უკვე მაშინ იყო ავად უკურნებელი სენით. მალევე გარდაიცვალა. დედა ცოცხალია. ლიანა ჰქვია.
რაღაცნაირი მშვიდი სიყვარულით ლაპარაკობს ლაშა ქეთევანზე. აი, ჩვეულებრივად რომ ილაპარაკებ დაზე, რომელთან ერთადაც გაიზარდე. იმ დაზე კი არა, თვალით რომ არ გინახავს და ამ წუთამდე არც კი გიცდია მისი მოძებნა.
„მე მქონდა, მაგალითად, მაგის მცდელობა, მაგრამ არანაირად არაფერი გამოვიდა, ვერ ვნახე... ვერ მოვიძიე ქუთაისში, სადმე... და მერე რა ვიცი...“ - ამბობს ლაშა.
ტრასიდან დიხაშხოსკენ გადავუხვიეთ, მაგრამ ამას უკვე გზა აღარ ჰქვია. ბელტებმოყრილ ციცაბო აღმართზე მივიწევთ. ასხლეტილი ქვის ბელტების ხმა ძროხებს აფრთხობს და ეს თუ გვეხმარება, რომ მათ შორის გზა გავიკვლიოთ.
ლაშა წუხს: „ხომ გითხარით, მე ჩამოვალ-მეთქი“ - თითქოს ბოდიშს იხდის. მაგრამ გარშემო ისეთი სილამაზეა, აქ ჩამოსვლა ამად ღირდა და არაფერი აქვს საბოდიშო.
ელიზაბეთმაც თქვა საქართველოში ჩასვლა მინდაო.
შეიძლება თუ არა, გენატრებოდეს ის, რაც არასოდეს გინახავს? ან ის, ვინც არასოდეს გინახავს?
„ბავშვობაში სულ ვიფიცებდით მაგას და სულ მეუბნებოდნენ ნუ იფიცებო... ესაო, ისაო და რა ვიცი... - ამბობს ლაშა
„და რატომ იფიცებდი? შეგიძლია ახსნა?“
„ნუ რა ვიცი... ჩემი დედმამიშვილია... და ბავშვური რაღაც... არ ვიცი... ნუ რაღაც არსებობს ალბათ, გრძნობა რა თქმა უნდა...“
სოფელი მთის წვერზე. ჩვეულებრივი, იმერული სოფელი მთაში. სადაც პატარა იმერული ოდა - სასახლეს გირჩევნია. ეგზოტიკაში გადასული სიღარიბე და ნათელი სახეები ჭიშკრის მიღმა - „რითი გცეთ ახლა პატივი?“
მთელი სოფელი შეკრებილა - „ქეთევანის ამბავზე ჩამოვიდნენ!“
აქაც ისე ლაპარაკობენ ქეთევანზე, თითქოს ამ ეზოში დარბოდა დღე და ღამე და ახლა დროებით, შეჯიბრზეა ამერიკაში წასული.
ეს ამბერკი ხურციძის ოჯახია. ჭიშკართან დარბაისელი კაცი დგას, ზურაბ შარაშენიძე: „დიდებული, ბრწინვალე კაცი, რომელიც გარდაცვლილია - ამბერკი. შრომისმოყვარე, მერე მას ასეთი რამ შეემთხვა - ასაკოვანი იყო, მოიყვანა ეს ქალბატონი, შეეძინათ ტყუპები. მერე ამის შემდეგ შეეძინათ ელიზაბეთ სტოუნი...“
ეზოში შევდივართ, სოფელი თან მოგვყვება, ვეღარ ეტევიან ეზოში და მერე: „ჰო, აცალეთ, ილაპარაკონ ახლა და გადევიპატიჟოთ მერე...“
პირველი თეონა გვეგებება. მხიარული და ხალისიანი ლაშას ტყუპისცალი. გვეგებება და პირდაპირ საქმეზე გადადის:
„დიდი სურვილი მაქვს და იმედიც, რომ რა ვიცი... თუკი მოგვისურვებს და გვნახავს. ეს მასზეა დამოკიდებული. შეიძლება ახლა არც მოისურვოს, იმიტომ რომ თქვას - ასეთი დამტოვესო. ძალიან დიდი გულისტკივილი ექნება ეს მესმის. მეც ასე ვიქნებოდი და სხვანაირად ვერც გავუგებდი. და მისაღებიც არის ეს დიდი ტკივილი მისგან. და შეიძლება არც კი გვაპატიოს და რაღაცა... მაგრამ, მე როგორც მის დედმამიშვილს და მის სისხლსა და ხორცს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ვნახო...“
ეზოში თეთრი „გაზ-24“ დგას, რომელიც თითქმის მთლიანად იკავებს სივრცეს ჭიშკრიდან პატარა სახლამდე და უცნაურ დისონანს ქმნის ეზოს ველურ სილამაზესთან.
თითქოს დრო გაჩერდა: ძველებური ოდა, რომელსაც ალბათ საუკუნეა ხელი არ შევლებია, გაპრიალებული საბჭოთა "ვოლგა" და “ტომი ჰილფიგერის” მაისურში გამოწყობილი ბავშვი მობილურით ხელში.
იმერული ესკიზები...
და უცებ თვალები... ეს თვალები ფარავს ყველაფერს - გადაქანებულ სახლსაც, მანქანასაც, მთელი სოფლის ბავშვების ხმაურსა და გადარბენას. უფროსების პეწიან მონდომებას.
შუა ეზოში, დაბალ სკამზე, ქალბატონი ზის. ჯოხს ეყრდნობა ხელით, მაგრამ ჯოხი ხელთან ერთად კანკალებს. და თვალები...
დედა!
„მოვრჩი... ცოცხალი რატომ გადამარჩინა ღმერთმა. ჩემი შვილი არ მყავს... სამი შვილი მყავდა, მერე წაიყვანეს... ტყუპები მყავდა და ვერ მოუვლიო მითხრეს, წაიყვანეს და ბავშვთა სახლში დატოვეს, ვერ მოუვლიო ასე მითხრეს... სივიწროვეში ვიყავი, არ მქონდა საშუალება, ტყუპები მყავდა, მოვლა უნდოდათ. შვილი დამებადა ფეხმტკივანი. რომ დამებადა ასე მითხრეს შენ ვერ მოუვლი და გადააგზავნეთ ბავშვთა სახლშიო. ექიმმა და ყველამ მითხრა - ტყუპები გყავსო და ესენიც დაგეღუპებიან და ისიცო. შენ იმის საშუალება არ გაქვს, რომ მოუარო და ექიმთან წაიყვანოო.“
და ქალბატონი ლიანა თავისი ცხოვრების ამბავს ყვება, უფრო ქეთევანს უყვება... სულაც არ იცის ეს ის ელიზაბეთია თუ არა, ის თავის ამბავს - თავის ქეთევანს უყვება:
47 წლისა იყო, რომ გათხოვდა, მეუღლეც ასაკოვანი ჰყავდა. გაჭირვებაში ცხოვრობდნენ თურმე, მაგრამ ტკბილი ოჯახი ჰქონდათ. ჯერ ტყუპები გაჩნდნენ, ძლივს წამოჩიტეს ლაშა და თეონა. თეონასაც დაბადებიდან პრობლემა ჰქონია ფეხებზე - თეძოს ამოვარდნილობა და წელიწადნახევარი თაბაშირში იყო, 4 წლამდე ფეხზე ვერ დადიოდაო. ძალიან უნდოდათ კიდევ ერთი შვილი და 60 წლისა ყოფილა ამბერკი ქეთევანი რომ შეეძინათ. მაშინ უკვე ავად იყო...
„ჩემს ქმარს დატოვება არ უნდოდა, სამშობიაროში გვითხრეს ამას ფეხი გაუსწორდებაო, პროტეზის ფეხი გაუკთდებაო. აქ ვერ გაუკეთებენო, უნდა გადავაგზავნოთ და იქ გაუკეთებენო. მერე ჩემს ქმარს ავადმყოფობა შეხვდა. მერე საწყალი ქე მოკვდა.“
ზაფხულის ცხელი დღეები იყოო ამბობს. დედამ შვილი მხოლოდ ახლადდაბადებული ნახა. დანარჩენი მის გარეშე გადაწყვიტეს. ახსენებს ექიმებს და არ ახსენებს ქმარს - თითქოს არიდებს პასუხისმგებლობას.
„ვთოხნიდით და ტყუპებს ასე ვაჭმევდით. მეტი საშუალება რა გვქონდა. მერე ჩემს ქმარს პენსია დაენიშნა და იმით ვზრდიდი. მერე ქმარი გარდამეცვალა და მერე რომ კვდებოდა ჩემი ქმარი ასე მეუბნებოდა ტყუპი შვილი არ მომიკლაო და ქეთინო ჩარჩა გულში - წასული რომ იყო. ჰოდა, მერე ვეხვეწებოდი ღმერთს, რომ ისე ნუ მომკლავ ქეთინია დამანახე ჩემს სამ შვილთან-მეთქი. ჰოდა, დღეს რა მომენტია არ ვიცი!“
დედა, შვილები თუ მეზობლები ახსენებენ კიდევ ერთ კაცს, ოჯახის მეგობარს, ვინმე გურამ ხურციძეს. მათი თქმით, ექიმებთან ერთად მან დაარწმუნა მამა, რომ ქეთევანს ბავშვთა სახლში უკეთესად მოუვლიდნენ და პროტეზსაც გაუკეთებდნენ. სწორედ მას წაუყვანია ქეთევანი ქუთაისის ბავშვთა სახლში, ის აკითხავდა შემდგომაც და მან იცოდა ბავშვის ასავალ-დასავალი. შესაძლოა იცოდა მისი გაშვილების ამბავიც, მაგრამ ამას ახლა ვეღარავინ გაიგებს. მამა გარდაიცვალა, გარდაიცვალა გურამ ხურციძეც და ვერც დედამ და ვერც შვილებმა ვეღარ გაიგეს რა ბედი ეწია ქეთევანს.
დედისთვის უთქვამთ ცოცხალი აღარ არისო...
„არასოდეს მჯეროდა ეს ამბავი, გული მეტყოდა ასე რომ ყოფილიყოო“, ამბობს დედა.
მეზობლები იცდიან და დაიღალნენ, ყველას უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ოჯახის შესაძლო შეხვედრის ამბავში. დროდადრო სიტყვას ჩაურთავენ: „ამის ცოდვით შვილსაც ვერ ვეფერებოდი. რომ დაინახავდა ამოიოხრებდა და ვეღარ ვეფერობოდი ბავშვს“, - ამბობს დოდო დვალიშვილი.
მოსაღამოვდა. ეზო ნელ-ნელა იძირება სრულ სიბნელეში. გარეთ ნათურა არ არის. სახლში ისეთი მბჟუტავი შუქია, რომ ეზომდე ვერ აღწევს.
თეონა კი ჰყვება და ჰყვება...
„სოფელში აბა, რით უნდა იარსებო?! დღემდე ასეა ჩემი ოჯახი. სკოლაში დავდიოდი, სხვაზე ნაკლები არაფრით ვიყავი, სწავლა შემეძლო მაგრამ... ასაკის მშობლები იყვნენ. 47 წლის ასაკში რომ ქალი გათხოვდები და მითუმეტეს ასეთ პირობებში, შვილის სწავლა-განათლებაზე ვერ იზრუნებ ალბათ. რა ვიცი, ალბათ ბევრი რამ მაკლია, ასეთ პირობებში რომ გავიზარდე.... ნუ რა ვქნათ ცხოვრებამ ასეთი ბედი მარგუნა მეც და თავისთავად იმასაც... მე უფრო ბევრი რაღაც მაკლია ახლა ვიდრე მას. ძალიან ბევრი. დარწმუნებული ვარ ჩვენ ქვეყანასთან შედარებით, ის ისეთი ქვეყანა იქნება და არის... რომ არც არაფერი არ გაუჭირდებოდა მაგას...“
უცბათ მეხამუშა ეს სიტყვები, მაგრამ მერე მივხვდი რომ სწორედ ეს უცნაური სიმსუბუქე და ალალობა, ეს უშუალობა სძენდა ყველაფერს რაც გარშემო ხდებოდა სულ სხვაგვარ ელფერს - დრამატულს, მაგრამ არა დამთრგუნველს.
„მაინც გამიმართლა, კარგი მეუღლე მყავს“ - ამბობს თეონა და ქმარს მაცნობს, გიას. ბავშვს ცოტნე ჰქვია. „ცოლისდა მყოლია და არ ვიცოდი“ - იცინის გია.
სიბნელე კიდევ უფრო გულითადი საუბრისათვის განგაწყობს. ფრთხილად ვუახლოვდებით სინანულის თემას.
ლაშა: „სინანულის გრძნობა კი არა, რა ვიცი... იმხელა ტვირთი დამქონდა მთელი ცხოვრება. დედას გეფიცები რა... მთელი ცხოვრება. კაცი ვარ და ისეთი გრძნობა მქონდა... არც არავისთან მქონია ამაზე საუბარი, არც მეგობრებთან, არც არავისთან, იმიტომ რომ რაღაცნაირი ტვირთი იყო დღემდე, და ახლა რომც ვერ ვნახო, აღარაფერს ვჩივი. ყველაზე დიდი ტვირთი მომეხსნა და ვიცი რომ ცოცხალია, და კარგად არის, და ბედნიერად არის, და ღმერთმა ბედნიერად ამყოფოს.“
რატომ არიან დარწმუნებული რომ ქეთევანი ნამდვილად მათი დაა?
„ნუ, ეხლა, დარწმუნებული... რა ვიცი მსგავსება ძალიან დიდია და ემთხვევა ყველაფერი. დაბადების წელი... ფოტოსურათიც... ვინც ნახულობს ახლობელი, დიდ მსგავსებას ხედას ჩვენს შორის. რა ვიცი... ვნახოთ... ესეც ხომ დადგინდება?” - ამბობს თეონა.
„როგორ დადგინება?“
„რა ვიცი, თუკი საჭირო გახდება ანალიზით და რაღაც... სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს...“
ლაშას განსაკუთრებით სახელი აიმედებს. მამაჩემმა დაარქვა ქეთევანი და ბავშვთა სახლს სთხოვა არ შეუცვალოთ სახელიო. ყველაზე მეტად კი ერთი ქალბატონის მადლობელია:
„და კიდევ, მალადეც იმას, ვინც წაიყვანა, და უთხრა ქეთევანს - ვინ იყო და რა იყო. თორემ საიდან? სად გაიგებდა ის რამეს? და მეც ვერაფერს გავიგებდი ვერასოდეს, და მთელი ცხოვრება უნდა მეტარებინა ეს ტვირთი.“
იმ ქალბატონს ლინდა სტოუნი ჰქვია და ის ქეთევან-ელიზაბეთის ნამდვილი დედაა. ცოტა წინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რა თქვა ნამდვილმა დედამ ქეთევანის ბიოლოგიურ დედაზე მას შემდეგ, რაც დიხაშხოში ნანახი და მოსმენილი ვუამბეთ:
„მან (ელიზაბეთმა), შეიძლება, არც იცის ამის შესახებ, მაგრამ არ ყოფილა 11 ივნისი, მისი დაბადების დღე, რომ მე არ მეფიქრა მის დედაზე. და ჩემს თავს ვეკითხებოდი, ის თუ ფიქრობდა ქეთევანზე ამ დღეს. და მე ვლოცულობდი მის დედაზე, ვლოცულობდი, რომ კარგად ყოფილიყო. ასე, რომ ეს ხალხი ყოველთვის იყო ჩემს გონებაში.“
ასევე, გეტყვით, რა თქვა ქეთევანმა თავის სრულიად უცნობ ოჯახზე, როცა ხურციძეების ნაამბობი გადავეცით:
„მეც ვგრძნობდი და ყოველთვის მჯეროდა - ალბათ იმიტომ ვერ დამიტოვეს, რომ განსაკუთრებული დახმარება მჭირდებოდა და ამიტომ, არასოდეს მიფიქრია აუგი მათზე. ყოველთვის მქონდა შეკითხვა - რატომ? მაგრამ არასოდეს ვბრაზობდი და ცუდად არასოდეს მიფიქრია ჩემს ბიოლოგიურ ოჯახზე.“
თბილისში დავბრუნდი თუ არა, რიჩარდ სოლაშს დავუკავშირდი. მერე დაწვრილებით ვაცნობეთ ლინდას და ელისაბეთს დიხაშხოელი ხურციძეების ამბავი.
კარგა ხანს სრული სიჩუმე იყო მათგან. ნამდვილი შოკი. მერე ჯერ ლინდა ალაპარაკდა - „ორმაგი გრძნობა მქონდა, პირველად რომ გავიგე. ჩვენი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ხურციძე ძალიან გავრცელებული გვარია საქართველოში და არ არის გამორიცხული, ვინმე იბრალებდესო“ - უთხრა მან რიჩარდ სოლაშს. თავადაც არაერთხელ უცდიათ ხურციძეების მოძებნა ბავშვთა სახლისა და სოციალური მუშაკების მეშვეობით, მაგრამ ვერაფერს გახდნენ თურმე.
„ძალიან გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჯერ არ ვიცი რა და როგორ იქნება და სისხლის სინჯები რას აჩვენებს, მაგრამ ვიცი, რომ მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს მისი ოჯახი. რადგან არ მინდა იმედგაცრუება იყოს და ეს კიდევ ერთხელ დაემართოს ელიზაბეთს. მაგრამ ის რომ მათ უნდათ რომ ის იპოვნონ, ჩვენც ასეთივე გრძნობას აღგვიძრავს. და მინდა, რომ დაკავშირდნენ. მე მგონი, რომ მათ უნდა ნახონ რომ ის კარგადაა და ამანაც ნახოს, რომ ისინი კარგად არიან“ - უთხრა რიჩარდ სოლაშს ლინდა სტოუნმა.
ელიზაბეთს კი პასუხი გაუჭირდა. სამჯერ დაიწყო საუბარი და სამჯერ გაუწყდა სიტყვა... მერე თქვა: „არ ვიცი... თავიდან ვერ დავიჯერე. მერე გამეხარდა რომ დედა მყავს... და ცოცხალია!“
და მერე კიდევ თქვა: „გავიგე რომ და-ძმა მყავს. ეს ძალიან მაგარი გრძნობა იყო, რადგან ეს ის არის რაც არასოდეს მქონია. მე მარტო ვიზრდებოდი და ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა და-ძმა გყავს.“
ლინდამ და ელიზაბეთმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს და ხურციძეების ოჯახის პირადად გაცნობა. ერთი რამ აწუხებთ - ქართულად რომ ვერ ვლაპარაკობთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შეხვედრაო.
ელიზაბეთს ქართული სრულიად დაავიწყდა, თუმცა ლინდას ახსოვს რამდენიმე სიტყვა. და ლინდა სიცილით იხსენებს ელიზაბეთის ბავშვობისდროინდელ ამბებს:
„‘პური’... ‘მუცელი’... ‘სი ქენი’ ნიშნავდა, კიდევ ეთხელ გააკეთეო (როგორც ჩანს იგულისხმება ‘ისევ ქენი’). ‘ფისი’ - ამას ჩქარა ამბობდა, რაც ნიშნავდა, რომ საჭირო ოთახში უნდა. ამბობდა ხოლმე, ‘დალი მინდა’. მაშინ ამბობდა, როცა სწყუროდა.“ (როგორც ჩანს, ამბობდა, წყალი მინდაო.)
და მერე ლინდა ჰყვება ამბავს:
„ორი მეზობელი გოგონა გვყავდა და ერთად იზრდებოდნენ, ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში, როცა ელიზაბეთი სახლში მოვიყვანე, ვიფიქრე კარგი იქნება, მეგიმ და გრეისმა ელიზაბეთს ინგლისური რომ ასწავლონ-მეთქი. მაგრამ ელიზაბეთი ისეთი დაჟინებული იყო, რომ მათ ისწავლეს ქართული იმის ნაცვლად, რომ ელიზაბეთს ესწავლა ინგლისური. მოკლედ, მათ დაიწყეს სიტყვების თქმა - ‘პური’, ‘დალი მინდა’... და მათი დედა მეკითხებოდა, რას ნიშნავს ‘დალი მინდა’? რას მეუბნებიან ჩემი შვილები? ძალიან სასაცილო იყო, ცდილობდა მეზობელი ბავშვებისთვის ქართული ესწავლებინა...“
იმერული ესკიზები - ახლა უკვე ამერიკულად...
არავინ იცის, ჩავლენ თუ არა, ან როდის, ლინდა და ელიზაბეთი დიხაშხოში. ჯერ იმასაც ვერავინ იტყვის გადაწყვეტით, რომ ეს ქეთევანი ნამდვილად ის ქეთევანია. მაგრამ ცხადი ერთი რამ არის - ელიზაბეთ სტოუნს ქართული სითბო და სიყვარული აღარასოდეს მოაკლდება.
აი, ასეთ სცენარებს წერს ხანდახან ცხოვრება. კინოში რომ ნახო, არ დაიჯერებ. იფიქრებ, რა თქმა უნდა მოგონილია ეს ყველაფერიო: შიში, შეცდომა, კეთილშობილება, სინანული, მიტევება...
ფინალს კი ნამდვილად მოუხდებოდა ერთი კარგი „ჰეპი ენდი“!
ხურციძეები!!!
ხურციძეებს ვეძებთ მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა რიჩარდ სოლაშმა პარაოლიმპიელი ვარსკვლავისგან, ელიზაბეთ სტოუნისგან ინტერვიუ აიღო. და ეს ამბავი რადიო თავისუფლების ვებსაიტზე გაჩნდა. ელიზაბეთმა რიჩარდს უთხრა, რომ ქართველია და მისი ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძეა.
22 წლის ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. აგვისტოში, ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე, 100 მეტრზე ბატერფლაის სტილითა და ამავე დისტანციაზე გულაღმა ცურვაში აშშ-ის წარმომადგენელმა ელიზაბეთ სტოუნმა ბრინჯაოს მედლები მოიგო. 2008 წელს კი, პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე, მან "ვერცხლი" მოიპოვა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამერიკაში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, ყოველთვის ქართულად ვამბობდი - “ფეხი”. მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ ”ფეხი” იქცა ”ბეკიდ”. ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყაიდაზე, ”ბეკიდ” მოვიხსენიებ” - უთხრა ელიზაბეთმა რიჩარდ სოლაშს.
ელიზაბეთი ცურვის დროს ”ბეკის” ყოველთვის იხსნის და ნებისმიერ ასპარეზობაზე, შინ თუ გარეთ, გულშემატკივართა ოვაცია საზღვარს გადადის, როცა იგი ეტლით უახლოვდება საცურაო აუზს.
"შინ" - ანუ ამერიკაში. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო...
ახლა კი, ირკვევა, რომ ელიზაბეთ სტოუნი ქეთევან ხურციძეა. იცის, რომ ოთხ წლამდე ქუთაისის ბავშვთა სახლში იზრდებოდა, სადაც იგი ამერიკელმა ფიზიოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა ნახა და იშვილა. არაფერი იცის მისი ქართული ოჯახის შესახებ, თუმცა ფიქრობს მასზე და, შესაძლოა, ოდესმე მოვძებნოო - ამბობს.
Your browser doesn’t support HTML5