ჰილარი კლინტონი: „შუშის ჭერში გაჩენილი უდიდესი ბზარი“

Your browser doesn’t support HTML5

სამშაბათს საღამოს აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ჰილარი კლინტონი. ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ყველაზე დიდმა ამერიკულმა პარტიამ უმაღლესი პოსტის დასაკავებლად ქალის კანდიდატურა წარადგინა. ფილადელფიაში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ყრილობის დელეგატებს კლინტონმა ვიდეოჩართვით მიმართა ნიუ-იორკიდან. თავის წარმატებას მან „შუშის ჭერში გაჩენილი უდიდესი ბზარი“ უწოდა, რითაც მეტაფორულად მიანიშნა კარიერაში წინსვლის გზაზე ქალებისთვის არსებული უხილავი ბარიერის გარღვევაზე. ყრილობაზე გამოსვლისას, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ჰილარი კლინტონის ქმარმა ბილ კლინტონმა შეაქო მეუღლე და მას უწოდა ადამიანი, რომელსაც „ნებისმიერი ურთულესი ამოცანის გადაჭრა შეიძლება დაავალო“ (როიტერის ვიდეო).