ინგლისსა და უელსში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირი დამთავრდა - ოთხი ჩატარებული თამაშიდან მან ორი მოიგო და ორიც წააგო, რაც მეოთხედფინალში გასასვლელად, მართალია, საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ - უნდა ვივარაუდოთ - საკმარისი აღმოჩნდება „ცე“ ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად, ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს მორაგბეებს ავტომატურად მოუტანს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურს. როგორ აფასებს ინგლისისა და უელსის სტადიონებზე „ბორჯღალოსნების“ გამოსვლას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე? მას დავით კაკაბაძე ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5