ქართულ-ოსურ რადიოსტუდიაში უკვე 7 დისკუსია ჩაიწერა. ეს სტუდია არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ პროექტით შეიქმნა. დისკუსიების ციკლს „ქართლოსის ხმა“ ჰქვია. გადაცემები მზადდება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში განხილულ თემებზე, ჰუმანიტარული მიმართულების პრობლემათა მოგვარებაზე. გადაცემა ორ კვირაში ერთხელ იწერება და რადიო „თრიალეთის“ ეთერით გადაიცემა. ეს რადიო ცხინვალის ტერიტორიასაც ფარავს. სტუდიის ჟურნალისტი ირინა იანოვსკაია ადგილობრივი საზოგადოების, ანალიტიკოსებისა და სპეციალისტების მოსაზრებებს იწერს, რაც შემდეგ დისკუსიის საგანი ხდება. მისი აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჟურნალისტებს პოზიტიური როლის თამაში შეუძლიათ და ამ პროექტში მონაწილეობაზე ამის გამო დათანხმდა.
„ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური მიიჩნევს, რომ საქართველოს მედიასივრცეში ეს არის პირველი პროექტი, როცა ერთსა და იმავე გადაცემაში ისმის ქართველი და ოსი სპეციალისტების მოსაზრებები და ურთიერთობათა აღდგენის მათეული ხედვები. ბიბილურის აზრით, ამ გადაცემით როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს იგებენ.
ერთ-ერთი დისკუსიის სტუმრები ქართველი მხატვრები იყვნენ, რომლებმაც ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეს. მათ გაიხსენეს მეორე მხარეს დარჩენილი პედაგოგები და თანაკურსელები და ურთიერთობის აღდგენა რადიოეთერის მეშვეობით შესთავაზეს. მხატვარი კახა თოფჩიშვილი ამბობს, რომ ომმა ურთიერთობებიც დაანგრია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ამ ურთიერთობების მშენებლობა თავიდან უნდა დაიწყოს.
რადიოპროექტამდე იყო გაზეთი და წიგნი. გაზეთი „ქართლოსი“ 2 ენაზე ახლაც გამოიცემა და, გორის რაიონის გარდა, ცხინვალშიც ვრცელდება. წიგნი „ომის სხვა სახე“ ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. ამ წიგნში ქართველები და ოსები ომის დროს ურთიერთდახმარების შესახებ პოზიტიურ ისტორიებს ჰყვებიან. ცხინვალში ამ პროექტის კოორდინატორი გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი იყო. მისი აზრით, ამ წიგნმა მკითხველს ომის განსხვავებული სახეც დაანახვა.
ბოლო დისკუსია მედიის წარმომადგენელთა ურთიერთობებს დაეთმო. სტუდიაში მოწვეული ჟურნალისტები მამუკა ყუფარაძე და ზურაბ დვალი სამშვიდობო ჟურნალისტიკის ჯგუფში ჩართულ კოლეგებზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებს ურთიერთობის პრობლემა არა აქვთ და, ჩაკეტილი გზების მიუხედავად, ეს ურთიერთობა სოციალური ქსელების მეშვეობით მაინც გრძელდება. მამუკა ყუფარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია როგორც ქართულ, ისე ოსურ მედიასაშუალებებში სტერეოტიპები და სიძულვილის ენა დაიძლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტიკა შუღლის გამაღრმავებლად უფრო იქცევა, ვიდრე კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობად.
ერთ-ერთ დისკუსიაში ცხინვალიდან რადიო „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა ჩაერთო. მისი აზრით, კონფლიქტის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები საკუთარ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ, რადგან მათი მკითხველები და მსმენელები განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.
პროექტის ფარგლებში, კიდევ 5 გადაცემა მომზადდება. გორში ქართულ-ოსური რადიოსტუდია რობერტ ბოშისა და გერმან მარშალის ფონდის პროექტის - „შავი ზღვის კონსორციუმი რეგიონალური თანამშრომლობისთვის“ - ფარგლებში შეიქმნა.