ეკომიგრანტთა უფლებები და საჭიროებები

ეკომიგრანტები ხელვაჩაურის სიახლოვეს თვითნებურად გაშენებულ სოფელში

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების გამო იძულებულნი გახდნენ თავისი საცხოვრებელი დაეტოვებინათ, არანაირი ოფიციალური სტატუსით არ სარგებლობენ.

Your browser doesn’t support HTML5

ეკომიგრანტთა უფლებები და საჭიროებები

შესაბამისად, მოკლებულნი არიან იმ სოციალურ შეღავათებს და დახმარებას, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ შეიარაღებული კონფლიქტების გამო იძულებით გადაადგილებული პირები. „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ახორციელებენ ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის.