2017 წლიდან ხელისუფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას აპირებს. შემოთავაზებული მოდელის თანახმად, დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ფარგლებში, 6% საპენსიო ფონდში გადაირიცხება. 2%-ს სახელმწიფო მიმართავს დაგროვებით ფონდში, 2%-ს - თავად დასაქმებული და 2%-საც -დამსაქმებელი. საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: 2050 წლისთვის სავარაუდო დემოგრაფიული მდგომარეობა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი ტვირთი. იძლევა თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტიას საქართველოს შემთხვევაში - ეს საკითხი „პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის“ ექსპერტმა, ეკონომისტმა დავით უტიაშვილმა შეისწავლა. მას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ნინო ხარაძე ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5