ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 1 დეკემბერს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალები“ ფრაქციას ტოვებენ, თუმცა ეს ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ მაშინ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესთან“ საუბარში კატეგორიულად უარყო. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია საკრებულოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
ზუგდიდში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი გუშინ სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს. მან მმართველი პარტიის მხრიდან გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ ზეწოლაზე ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა.
„ზეწოლა იყო საკრებულოზე და გამგეობაზე, რატომ რიცხავდით ფულს ანაკლიაშიო. მე ვეუბნებოდი, რომ გადაერიცხათ და არა ამათი გადაწყვეტილება იყო. ამათ ნუ ედავებიან. თუ რამე კითხვები აქვთ, მე დამისვან კითხვები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ ზეწოლა კატეგორიულად უარყვეს გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ.
„არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, – თქვა ალექსანდრე ქობალიამ.
„არ იყო ზეწოლა, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, – განუცხადა ლევან კონჯარიამ ჟურნალისტებს.
დღეს კი, 5 დეკემბერს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განსხვავებული განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, გარკვეულ ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა ვისი მხრიდან, ეს ლევან კონჯარიას არ დაუკონკრეტებია.
„რატომ ხატავთ ჟურნალისტები იმას, რომ ომი იყო, ერთმანეთს ვესროლეთ და რაღაც?! შემოთავაზებები იყო, რაღაც-რაღაცები იყო, მაგრამ როდესაც ადამიანი არის სუფთა, მით უმეტეს, მე, ზუგდიდელი ლევან კონჯარია, ვარ ყველანაირად სუფთა და ჩემს გუნდთან ერთად ვაშენებ ქვეყანას. პრეზიდენტმა გუშინ ვაჟკაცური განცხადება გააკეთა. ეს მას ახასიათებს. მან ყველაფერი თავის თავზე აიღო. კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო რაღაც შემოთავაზებები, რაღაც მუქარის ტონი იყო, მაგრამ ამას ყურადღებას ვერ მივაქცევ, იმიტომ რომ საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, მისი განმარტებით, გამგეობის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობას ან მასზე მუქარას ადგილი არ ჰქონია.
„გამგეობაზე და ჩემზეც ჯერ ზეწოლა არ ყოფილა. საკრებულოში ვიცი, რომ ზეწოლა იყო შაბათს“, – გვითხრა გამგებელმა.
თავის მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობაზე მმართველი პარტიის ან კონკრეტული პირის მხრიდან ზეწოლას გამორიცხავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნუგზარ სარია.
„ამის შესახებ არაფერი გამიგია. ურთიერთობა მაქვს, სხდომასაც ვესწრებოდი, მაგრამ ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით არაფერი უთქვამთ. წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი ზოგადი საუბარი როგორ შეიძლება!“ – განაცხადა ნუგზარ სარიამ. მისივე თქმით, როცა კეთდება განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით, აუცილებელია დაკონკრეტდეს პირი, ვინც მას ახორციელებს.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, ის იყო, არის და დარჩება ქვეყნის სამსახურში.

პრეზიდენტმა გუშინ ვაჟკაცური განცხადება გააკეთა. ეს მას ახასიათებს. მან ყველაფერი თავის თავზე აიღო. კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო რაღაც შემოთავაზებები, რაღაც მუქარის ტონი იყო, მაგრამ ამას ყურადღებას ვერ მივაქცევ, იმიტომ რომ საქმეა გასაკეთებელი...ლევან კონჯარია
პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ ზეწოლა კატეგორიულად უარყვეს გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ.
„არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, – თქვა ალექსანდრე ქობალიამ.
„არ იყო ზეწოლა, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, – განუცხადა ლევან კონჯარიამ ჟურნალისტებს.
დღეს კი, 5 დეკემბერს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განსხვავებული განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, გარკვეულ ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა ვისი მხრიდან, ეს ლევან კონჯარიას არ დაუკონკრეტებია.
„რატომ ხატავთ ჟურნალისტები იმას, რომ ომი იყო, ერთმანეთს ვესროლეთ და რაღაც?! შემოთავაზებები იყო, რაღაც-რაღაცები იყო, მაგრამ როდესაც ადამიანი არის სუფთა, მით უმეტეს, მე, ზუგდიდელი ლევან კონჯარია, ვარ ყველანაირად სუფთა და ჩემს გუნდთან ერთად ვაშენებ ქვეყანას. პრეზიდენტმა გუშინ ვაჟკაცური განცხადება გააკეთა. ეს მას ახასიათებს. მან ყველაფერი თავის თავზე აიღო. კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო რაღაც შემოთავაზებები, რაღაც მუქარის ტონი იყო, მაგრამ ამას ყურადღებას ვერ მივაქცევ, იმიტომ რომ საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, მისი განმარტებით, გამგეობის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობას ან მასზე მუქარას ადგილი არ ჰქონია.
„გამგეობაზე და ჩემზეც ჯერ ზეწოლა არ ყოფილა. საკრებულოში ვიცი, რომ ზეწოლა იყო შაბათს“, – გვითხრა გამგებელმა.
ამის შესახებ არაფერი გამიგია. ურთიერთობა მაქვს, სხდომასაც ვესწრებოდი, მაგრამ ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით არაფერი უთქვამთ. წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი ზოგადი საუბარი როგორ შეიძლება!..ნუგზარ სარია