24 ივნისის დილიდან ვიცით, რომ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ (52 %-მდე) მხარი დაუჭირა „ბრექსიტს“, ანუ ბრიტანეთის გამოყოფას ევროკავშირიდან. 48 % იყო დარჩენის მომხრე. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებაა 1,27 მილიონამდე ამომრჩეველი, რაც მკაფიო შედეგია ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მხარდაჭერის სასარგებლოდ. როგორ ხედავს ამ შედეგს ბრიტანეთის ქართველი ექსპერტი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ამჟამად კი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე? მას თბილისში ტელეფონით დავუკავშირდი და ჯერ ვკითხე, მოელოდა თუ არა „ბრექსიტს“.
Your browser doesn’t support HTML5