აქვე ვიტყვი, რომ ეს არაა რომელიმე პარტიის მხარდამჭერი წერილი. ჩემთვის ყველა პოლიტიკოსი ერთი ნაგავია და ყველა კრიმინალია. ასე რომ, აქ ჩემზე არაა ლაპარაკი. ეს ბლოგი შეკითხვა უფროა. ხოლო შენ თუ მაინც გადაგიწყვეტია რამდენიმე დღეში არჩევნებში მონაწილეობის მიღება - დაფიქრდი, ხომ არ აძლევ შენს ხმას ამაზრზენთა, მურდალთა, უვარგისთა, საძაგელთა, უჯიშოთა, უგუნურთა, სიაბანდთა, საზიზღართა, მოძალადეთა, უძარღვოთა, ჯალათთა, ღრძოთა, ნაძირალათა, ტლუთა, გათახსირებულთა, მკვლელთა, უნამუსოთა, წამხდართა, ზნედაცემულთა, უხამსთა, არარაობათა, უღიმღამოთა, რეგვენთა, უსახოთა, მყრალთა, მლიქვნელთა, საძაგელთა, ხეპრეთა, უნებოთა, ყრუთა, ბრმათა, ლეშთა, მუწუკთა, ფლიდთა, უსუსურთა და მონათა პარტიას? ან თუ მოიძებნება პარტია, რომელიც მსგავსი არსებებით არაა დაკომპლექტებული? ჩემთავად არ მეგულება პარტია, რომელიც ასეთი ელემენტებით არაა სავსე.
ჩვენთან ახლა წარმოებულმა გულისამრევი კომპრომატების ომმა კიდევ უფრო დააპირისპირა ისედაც დაპირისპირებული თანამოქალაქეები. თანამოქალაქეები, რომლებმაც ხვალ ისევ ერთად უნდა იცხოვრონ ამ ისედაც ერთ მუჭა ქვეყანაში. გვსიამოვნებს თუ არა ჩვენ ამის აღიარება, რევანშისტული განწყობა უკვე აქედანვე იგრძნობა. თანაც მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, მსგავსი განწყობით ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება, უკვე მერამდენედ. და კიდევ, სამწუხარო აქ ისაა, რომ ბევრი ვერ ხვდება, როგორ იქცა ამ გულისამრევი კომპრომატების ომში მანიპულაციის მსხვერპლად. დარწმუნებული ხარ, რომ არ ცდები, რომ სულ მალე მოლოდინი არ გაგიცრუვდება, რომ სწორ არჩევანს აკეთებ? დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერ ლიდერს - ძველს თუ ახალს - შენი ბედი ანაღვლებს? დაფიქრდი, ვის გამო უპირისპირდები შენს თანამოქალაქეს. დაფიქრდი, ვის აძლევ ლეგიტიმაციას.