პარასკევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაზიანის ქვეითთა ბაზიდან ავღანეთში ორი ქართული ქვედანაყოფი გააცილეს. ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზა „შუკვანზე“ მყოფ თანამებრძოლებს ჩაენაცვლებიან და ექვსი თვით ჩაებმებიან ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში.
საბრძოლო დროშების წინ მდგარმა, აშშ-ის ქვეითთა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა და ამერიკული შაშხანებით აღჭურვილმა 1000-მდე ქართველმა ჯარისკაცმა, რომლებსაც სულ მალე ავღანეთის მტვრიან და დანაღმულ გზებზე მოუწევთ სახიფათო საბრძოლო ამოცანის შესრულება, 22 მარტს საზეიმოდ აღნიშნეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გამგზავრება. მრავალრიცხოვანი საპატიო სტუმრებისა და მედიის წინაშე 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცების სამხედრო აღლუმის სარდლობა მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურს, გამოცდილ ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს ხვდა წილად.
გაცილების ცერემონიალზე ქართველმა სამხედროებმა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას. გაიხსენეს ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების ღვაწლი. 4 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ქვედანაყოფი ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობს საქართველომ 19 ჯარისკაცი დაკარგა. შემდეგ ჯარისკაცები დალოცეს სასულიერო პირებმა, სამხედრო მოძღვრებმა, რომლებიც, ქვედანაყოფთან ერთად, თავადაც მიემგზავრებიან სახიფათო საერთაშორისო მისიაში. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი საკუთარ მიმართვაში ავღანეთის სამშვიდობო მისიის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენი ორი ბატალიონი ავღანეთში მისიის გასაგრძელებლად მოემზადა. ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, მხარს უჭერს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ნატოში, ევროატლანტიკურ სივრცეში. ხაზს ვუსვამ, თუკი დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოში პოზიტიური, დადებითი იმიჯი აქვს, რომ ეს არის ძალიან გაბედული მებრძოლების ქვეყანა, სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მინდა მათ მადლობა გადავუხადო“.
შემდეგ 33-ე და 42-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა, შეაქო მათი ბრძოლისუნარიანობა და ორი გამორჩეული ჯარისკაცი - სერჟანტები შოთა ტყაბლაძე და მალხაზ ძებისაური - ავღანეთში გაწეული ღვაწლისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების მედლით დააჯილდოვა.
თუმცა, ვიდრე 22 მარტს საზეიმო აღლუმზე წარდგებოდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 და მე-4 ქვეითი ბრიგადების ორმა ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისისა და გარდაბნის პოლიგონებზე. სწავლებას უშუალოდ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. 33-ე ქვეითი ბატალიონის სწავლების ერთ დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვით, 2012 წლის დეკემბერში რადიო თავისუფლებაც დაესწრო. ეს იყო ათეულის წევრთა ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი ერთ-ერთი საცეცხლე მომზადების წინ:
„– ანუ შენი დავალება რა არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც გაიხსნება მოწინააღმდეგისაგან ცეცხლი, იკავებ კარგ პოზიციას და შენი „მ-7“-ით მოწინააღმდეგის ჯავშანტრანსპორტიორზე აწარმოებ დამიზნებით ცეცხლს. გასაგებია?
– გასაგებია!
– კაი კაცი ხარ!“
ინსტრუქტაჟის შემდეგ ამერიკული შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილმა სადესანტო ჯგუფმა წარმოსახულ მოწინააღმდეგეს, ანუ საგანგებოდ მოწყობილ სამიზნეებს, ცეცხლის წვიმა დაუშინა. ფლანგებიდან თანამებრძოლების დაცვას ათეულის ყუმბარმტყორცნელები უზრუნველყოფდნენ. ჩასაფრებას იერიში და მოწინააღმდეგის განადგურება მოჰყვა. გარეგნულად ყველაფერი შთამბეჭდავი იყო, თუმცა ეს გამოუცდელი თვალისათვის. ქართველმა სერჟანტმა საწყის პოზიციებზე დაბრუნებულ ხელქვეითებს შეცდომებიც შეახსენა:
„გრიგოლია, შენ იყავი მაგათი მეთაური და ორივე ჯგუფი გყავდა გაყოფილი სტანდარტულად. სინქრონიზებული ცეცხლი კი გქონდა, მაგრამ იმ ტყვიამფრქვევებმა რაღაც მომენტში შეფერხება რომ მოგვცა, ამან შეაყოვნა ქვეითთა მოიერიშე ჯგუფის გადაადგილება წინ. დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ თქვენ ყველამ თქვენი საქმე მონდომებით გააკეთეთ და ფაქტი სახეზე დევს. თუ ვინმეს რაიმეს დამატება გსურთ, დაამატეთ, თუ არადა, შეგიძლიათ დაისვენოთ“.
ასე გრძელდებოდა 33-ე ბატალიონის საველე შეკრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დახურულ სამხედრო ბაზაზე მთელი ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ ქართველი სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, ე.წ. გადასროლისწინა შეკრებაზე, სადაც აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გაიარეს მომზადება. ობიექტების დაცვის, მოძრავი თუ სტაციონარული საკონტროლო პუნქტების ორგანიზების, ჩხრეკის, წმენდის, ბადრაგირების ოპერაციებისა თუ დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურების გარდა, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასა და ლიდერებთან ურთიერთობის მეთოდებიც შეისწავლეს.
კომუნიკაციის უნარი კი მშვიდობისდამცველ ჯარისკაცს ავღანეთში, სამხედრო გამოცდილებაზე ნაკლებ როდი სჭირდება.
ამ გამოცდილებით აღჭურვილი ახალი სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს I და II ქვეითი ბრიგადების მე-12 და 23-ე ბატალიონებს. ქართველი სამშვიდობოები საერთაშორისო მისიას ჰელმანდის პროვინციაში ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ.