სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ქსენოფობიური რიტორიკისა და მისი ტირაჟირებისგან, ”რათა არ მოხდეს ეთნიკური ან რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისება საზოგადოებაში.” ტოლერანტობის ცენტრი ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს ანტითურქულ პროპაგანდაზე, რაც, მისი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ”მკაფიოდ გამოიკვეთა”. რისი ბრალია ამგვარი განწყობების გაძლიერება და ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე?
აჭარა უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან და შეწყდეს თურქული ექსპანსია რეგიონის ტერიტორიაზე - დაახლოებით ასეთი შინაარსისაა განცხადებები, რომელთა წინააღმდეგაც გამოდის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. მისი პოზიციით, ამგვარი განწყობა ”თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით - ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად -საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყრობითაა დაკავებული.”
როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას 16 აგვისტოს, ანტითურქულმა სიძულვილის ენამ ვითარება შესაძლოა უკიდურესად დაძაბოს არა მხოლოდ კონკრეტულად აჭარაში, არამედ პრობლემები, შესაძლებელია, უფრო ფართოდაც გავრცელდეს:
”აჭარაში უამრავი თურქი დამსვენებელია; ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოსთან დაკავშირებული ბიზნესის თვალსაზრისით თუ კულტურული თუ რელიგიური ინტერესების თვალსაზრისით ... და ძალიან დიდი საფრთხის და ძალიან დიდი ნაღმის შემცველია ასეთი განწყობების გაძლიერება აჭარაში და მთელ საქართველოში. ეს იმოქმედებს ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე ცუდად, რა თქმა უნდა.”
მართალია, 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ანტითურქული განწყობების გამოვლენის კონკრეტული მაგალითები არ არის მოყვანილი და არც კონკრეტული პირები არიან დასახელებული, მაგრამ, როგორც ბექა მინდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ტოლერანტობის ცენტრის მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მურმან დუმბაძეა, კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც მანამდეც არაერთხელ იქნა მწვავედ გაკრიტიკებული და, მათ შორის, აზიზიეს მეჩეთის თემასთან მიმართებითაც. თუმცა თავად დუმბაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ქსენოფობიურ განწყობას კატეგორიულად უარყოფს როგორც პირად, ასევე აჭარის მკვიდრთა დონეზე და აცხადებს, რომ მას ოპონენტებმა ზოგ შემთხვევაში არასწორად გაუგეს, ზოგ შემთხვევაში კი რაღაცები დააბრალეს. დუმბაძის აზრით, ხალხის გაღიზიანებას იწვევს, უმთავრესად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოელებს გაცილებით მეტად აფასებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რასაც ბიზნესსექტორის მაგალითიც ადასტურებს:
”ის, რომ საქართველოში - და, კერძოდ, აჭარაში - ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა თურქული ინვესტიცია ხორციელდება, ნიშნავს, რომ კონკურენცია არის ნაკლები. ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტულ გარემოში მოხდეს ადამიანების ჩართვა ბიზნესში. მათ შორის, ამ კონკურენციაში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები და, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმის ტერიტორიაზე.”
მურმან დუმბაძის უარყოფის მიუხედავად, მისი, ისევე როგორც სხვა არაერთი პოლიტიკური ძალის - მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის - წარმომადგენლების სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში სიძულვილის ენას აშკარად ხედავს დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მართალია, მთლიანობაში, ვითარებას საგანგაშოდ ნამდვილად არ მიიჩნევს, მაგრამ, მისი აზრით, ქსენოფობიური განწყობების გამოვლენის პრობლემას საქართველოში დიდწილად განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი გულგრილობა:
”სულ მცირე, მოსახლეობის ინფორმირებაა საჭირო... ვთქვათ, როცა ჩვენ აზიზიეს მეჩეთზე ვლაპარაკობთ, ბევრმა არ იცის, რომ სულთანი აზიზიე ბათუმის დამპროექტებელი და დამფუძნებელი იყო... ჯერ გვასწავლიან, რომ ათწლეულობის განმავლობაში თურქები ჩვენი მტრები არიან და მერე უცბად გვეუბნებიან, აქ რაღაც უნდა გაკეთდეს და თქვენ არავინ გეკითხებათო... ბუნებრივია, ეს იწვევს ნეგატიურ რეაქციას.”
პროცესების გამწვავებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე განსხვავებული აზრისაა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ქსენოფობიური განწყობების მქონე პირებს ამგვარი განწყობების რეალიზების საშუალება არ მიეცეთ, ხოლო ქსენოფობიასა და სიძულვილის ენასთან გამკლავება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას ევალება. დავით ლოსაბერიძე კი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უზარმაზარი როლი ეკისრება ქსენოფობიური განწყობების აღმოცენებისა და წახალისების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში, მაგრამ ”საქართველოს მსგავს გარდამავალ ქვეყნებში, ჩამოყალიბებული დემოკრატიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსტიტუციებს, ქვეყნის მართვის გარდა, ეკისრებათ დამატებითი - და საკმაოდ ძლიერი - ფუნქცია საზოგადოების გააქტიურებისა და ქვეყნის მართვის პროცესებში მისი ჩართვის მიმართულებით."

ის, რომ საქართველოში - და, კერძოდ, აჭარაში - ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა თურქული ინვესტიცია ხორციელდება, ნიშნავს, რომ კონკურენცია არის ნაკლები ...მურმან დუმბაძე
მართალია, 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ანტითურქული განწყობების გამოვლენის კონკრეტული მაგალითები არ არის მოყვანილი და არც კონკრეტული პირები არიან დასახელებული, მაგრამ, როგორც ბექა მინდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ტოლერანტობის ცენტრის მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მურმან დუმბაძეა, კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც მანამდეც არაერთხელ იქნა მწვავედ გაკრიტიკებული და, მათ შორის, აზიზიეს მეჩეთის თემასთან მიმართებითაც. თუმცა თავად დუმბაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ქსენოფობიურ განწყობას კატეგორიულად უარყოფს როგორც პირად, ასევე აჭარის მკვიდრთა დონეზე და აცხადებს, რომ მას ოპონენტებმა ზოგ შემთხვევაში არასწორად გაუგეს, ზოგ შემთხვევაში კი რაღაცები დააბრალეს. დუმბაძის აზრით, ხალხის გაღიზიანებას იწვევს, უმთავრესად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოელებს გაცილებით მეტად აფასებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რასაც ბიზნესსექტორის მაგალითიც ადასტურებს:
”ის, რომ საქართველოში - და, კერძოდ, აჭარაში - ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა თურქული ინვესტიცია ხორციელდება, ნიშნავს, რომ კონკურენცია არის ნაკლები. ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტულ გარემოში მოხდეს ადამიანების ჩართვა ბიზნესში. მათ შორის, ამ კონკურენციაში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები და, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმის ტერიტორიაზე.”
სულ მცირე, მოსახლეობის ინფორმირებაა საჭირო... ვთქვათ, როცა ჩვენ აზიზიეს მეჩეთზე ვლაპარაკობთ, ბევრმა არ იცის, რომ სულთანი აზიზიე ბათუმის დამპროექტებელი და დამფუძნებელი იყო ...დავით ლოსაბერიძე