ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც დევნილთა ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა, ხელისუფლების წარმომადგენელი არ მისულა. არადა, თავიდან დევნილთა განსახლების სამინისტრომ თანხმობა განაცხადა დისკუსიაში მონაწილეობაზე. დისკუსია ”ცალ კარში თამაშს” დაემსგავსა, თუმცა მაინც საინტერესო იყო.
საინტერესო იყო, რადგან, მართალია, დევნილები ბიოლის ფონდში ხელისუფლებასთან სასაუბროდ მოვიდნენ და არა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ამ ორ მხარეს შორის ინტეგრაცია დასრულებულა, რომ დევნილებმა ხშირად არ იციან რისი უფლება აქვთ და რა შეიძლება მოსთხოვონ ხელისუფლებას. მაგალითად, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, ”აფხაზეთის დაცვის”, მონიტორინგის პროექტის მენეჯერის ნუკრი მილორავას თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, დევნილებთან ინტეგრაციის პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამ მოსაზრებას შესაძლოა დევნილების პროტესტიც მოჰყოლოდა, მაგრან ნუკრი მილორავამ იქვე ახსნა, რომ, სამართლებრივ-პოლიტიკური ინტეგრაციის პრობლემების გადაწყვეტის მიუხედავად, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია კვლავაც მიუღწეველია.
”არის კოლექტიური ცენტრები, სადაც ფურცელზე, ოფიციალური სტატისტიკით, ირიცხება 100-150 ადამიანი, სინამდვილეში მიხვალ, ოთახები გამოკეტილია და რეალურად იქ ერთი მესამედი მოსახლეობისა არ ცხოვრობს. სად არის ეს ხალხი? ამ ხალხის ნაწილი გადასულია აფხაზეთის ტერიტორიაზე, დიდი ნაწილი კი თბილისშია ჩამოსული”, - თქვა ნუკრი მილორავამ.
მისი თქმით, ასეთი ქაოსი ამახინჯებს სტატისტიკას და ხელს უშლის დევნილების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ადგილობრივ არჩევნებში ადამიანი უნდა მივიდეს იქ, სადაც არის მიწერილი, მაგრამ საეჭვოა თბილისიდან ზუგდიდსა თუ ხობში ჩავიდეს დევნილი იმისთვის, რომ ხმა მისცეს არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხმები პრაქტიკულად იკარგება. ამით, ნუკრი მილორავას აზრით, დევნილთა საარჩევნო უფლება, ხმის მიცემის უფლება არის დარღვეული.
რა გამოდის? თუკი დევნილმა არ მიიღო მონაწილეობა ხელისუფლების არჩევნებში, რატომ უნდა გაუჩნდეს მას პრეტენზია ხელისუფლების მიმართ? რადიკალური განცხადებაა. ცხადია, გააღიზიანებს დევნილებს, რომელთა ნაწილს, სხვათა შორის, დისკუსიის სახელწოდებაც არ მოეწონა - რას ნიშნავს ინტეგრაცია? ე.ი. ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს დევნილების ბედი ზევიდან და თანაც ისე ”შეურიოს” სხვებს, რომ საბოლოოდ დაასამაროს უკან დაბრუნების იმედი? დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილემ მანანა გაბაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
”ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, - მე ფსიქოლოგი ვარ, - ინტეგრაციას პოზიტიური კონოტაცია აქვს. თუ ასიმილაციას აქვს უარყოფითი კონოტაცია - შენ კარგავ შენს თვისებებს, ინტეგრაცია ამას არ გულისხმობს. ინტეგრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ ინარჩუნებ შენს თვისებებს და ხდები დიდი საზოგადოების ნაწილი.”
დევნილობის პრობლემაზე საუბრისას მხედველობაში გვაქვს მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება; მეორე, ადგილობრივი ინტეგრაცია იმ ადგილას, სადაც დევნილი ცხოვრობს და, მესამე, განსახლება, ანუ გადაადგილება იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ადგილას. მანანა გაბაშვილის თქმით, პოზიტიური შედეგი სამივე ინტეგრაციას გულისხმობს. თუკი ადამიანი უბრუნდება თავის საცხოვრებელს, მას რამდენიმე წელი მაინც სჭირდება შეგუებისთვის. ინტეგრაცია პროცესია, საკმაოდ ხანგრძლივი, და მოითხოვს ორივე მხრიდან პოზიტიურ დამოკიდებულებას, უფრო მეტიც - ემპათიას.
მაგრამ დარბაზში უკმაყოფილო რეპლიკები მაინც გაისმა - მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მისამართით.
”სად ბრძანდებოდით, ბატონებო და ქალბატონებო, მაშინ, როცა ყველას მივმართავდით, როცა ჩვენთვის დახურული იყო ასეთი ორგანიზაციების კარი? არაერთგზის მივადექით დევნილთა გაეროს კომისარს - ვხმაურობდით გარეთ, მაგრამ არ გვიღებდნენ”, - თქვა დარბაზიდან ერთმა ქალბატონმა.
ძნელი წარმოსადგენი არაა, რაოდენ დრამატულად ჩატარდებოდა დევნილთა ინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი დისკუსია ბიოლის ფონდში, მას ხელისუფლების წარმომადგენლები რომ დასწრებოდნენ. ამიტომაც არ მოვიდნენ, ალბათ.