რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დააჯილდოვა რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით - წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ორდენით.
პუტინის განკარგულება დღეს, 21 მარტს, გამოქვეყნდა. 21 მარტს ლავროვს 75 წელი შეუსრულდა.
პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა „სამშობლოს წინაშე გამორჩეული დამსახურების, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებისა და რეალიზაციის და მრავალწლიანი ნაყოფიერი სახელმწიფო მოღვაწეობისთვის“.
ასევე ნახეთ ლავროვი: არანაირი ნატო რუსეთის „ზღურბლზე"სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია 2004 წლის მარტიდან. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის და ანექსიის გამართლება კრემლის პროპაგანდისტული საშუალებებით და კონფრონტაცია დასავლეთთან.
ლავროვი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა.
ასევე ნახეთ ლავროვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთზე: 2008 წლის გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება ასევე ნახეთ ლავროვმა შამბას „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღე მიულოცა