მილოცვა დღეს, 27 იანვარს, კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
პუტინის თანახმად, ლუკაშენკას „დამაჯერებელი გამარჯვება“ ცხადყოფს მის „მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტს“ და ბელარუსის სახელმწიფო კურსისადმი „მოსახლეობის უდავო მხარდაჭერას“.
პუტინი აცხადებს, რომ ლუკაშენკასთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და უახლოეს ხანში მას მოსკოვში ელოდება.
ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი, ოფიციალური მონაცემებით, 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 86,82%-ით. კენჭს კიდევ ოთხი კანდიდატი იყრიდა.
ასევე ნახეთ უნგრეთმა დაბლოკა ბელარუსის არჩევნების შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადებაბელარუსის დღევანდელი ავტორიტარი მეთაური ლუკაშენკა ქვეყნის პრეზიდენტი პირველად 1994 წელს გახდა.
ლუკაშენკას რეჟიმის მიერ დევნილი ოპოზიციის წარმომადგენლები ან ემიგრაციაში არიან, ან საპატიმროებში. ბელარუსში შეზღუდულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა მეშვიდედ? - 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება ასევე ნახეთ როგორი იყო მსოფლიო 1994 წელს, როცა ლუკაშენკა პირველად გახდა პრეზიდენტი