აქციის მონაწილეები სახეს ნიღბებით, კაშნეებით, „ბალაკლავებით“ თუ პირბადეებით იფარავენ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამავე აქტისათვის დღეს თემქის პოლიციასთან დააკავა ექვსი ადამიანი, მათ შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი, ასევე, უფლებადამცველების თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.
საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე, - შეზღუდვაზე, რაც „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა მიიღო და მიხეილ ყაველაშვილმა - რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - მოაწერა ხელი ინაუგურაციის პირველივე დღეს.
ასევე ნახეთ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენფილარმონიასთან დაწყებული მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რამდენიმე საათით ადრე თემქის (ამჟამად ზღვისუბნის) პოლიციის შენობასთან მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დააკავეს - დაკავებები სახის ნიღბით/კაშნით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო.
სახის დაფარვა აქციებზე რამდენიმე კვირის წინ აიკრძალა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით.
თემქაზე პოლიციელები ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან მივიდნენ და სახის გამოჩნა სთხოვეს, რასაც მოქალაქე დაემორჩილა და, თვითმხილველთა თქმით, საკუთარი ვინაობაც გააცნო პოლიციელებს, მალევე კი ნიღაბი კვლავ გაიკეთა.
„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, - უთხრა მათ გურამ მაცხონაშვილმა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
ასევე ნახეთ თემქის პოლიციასთან მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტები სახის დაფარვის გამო დააკავესნორმით, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს მოაწერა ხელი, იკრძალება „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ და ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით.
6 იანვარს პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა აქციაზე სიმბოლურად ასევე გაიკეთეს პირბადეები.
ასევე ნახეთ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები