რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ახალი წლის ღამეს ათიათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს.
მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში გაშალა თითქმის კილომეტრიანი საახალწლო სუფრა.
აქციაზე, "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა შეასრულეს "დაისი".
ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.
მანამდე, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა ასევე ნახეთ 2025 წელი ყოფილიყოს ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი - მიხეილ ყაველაშვილი ასევე ნახეთ "2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი" - კობახიძის მილოცვა