„ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც [აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
მან 24 დეკემბერს ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვას:
„ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
გუშინ, 23 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაზე.
„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, - თქვა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანად - მდინარაძე ტრამპის ინაუგურაციაზეაქამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ამბობდნენ, რომ 20 იანვრის, - ტრამპის ინაუგურაციის, - შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის დამოკიდებულება შეიცვლება.
მდინარაძემ განაცხადა, რომ „თუ [ტრამპი] შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები/„დიპ სტეიტი“], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება“.
ტერმინი „დიპ სტეიტი“ (Deep State - „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტში პირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოიყენა და ამით ჩაანაცვლა მანამდე გამოყენებული ტერმინი, „გლობალური ომის პარტია“.
ასევე ნახეთ კობახიძე გლოპ-ის ნაცვლად „დიპ სტეიტზე“ საუბრობს და ტრამპს მასთან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებსსაქართველოს მმართველი პარტიის მესვეურები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლებოდა.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან