სამმა ამერიკელმა სენატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ხალხს, რომელიც „მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს“ მმართველი პარტიის „სასტიკი რეპრესიებისგან“.
ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, დემოკრატი ბენ კარდინის და მაღალი რანგის წევრების, რესპუბლიკელების, როჯერ უიკერის და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიდან, სერიოზული ღალატია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის, მოცული იყოს ევროპული ღირებულებებითა და ინსტიტუტებით.
სენატორების შეფასებით, ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ სახიფათო რეჟიმის, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ და ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ხელყოფს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგიამერიკელი სენატორები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩები არ არის ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი.
კარდინი, უიკერი და კორნინი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების ხელყოფისთვის და აცხადებენ, რომ მან პასუხი უნდა აგოს თავისი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
სენატორების განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ქართველი ხალხის თავგანწირვას მუდმივი სოლიდარობა და მოქმედებები სჭირდება.
ასევე ნახეთ კობახიძე: როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე ასევე ნახეთ ჯო უილსონი: მჯერა, ტრამპი დადგება ქართველ ხალხთან და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბათბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერეს, რადგან „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები პარტნიორობის, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მიმართ.
აშშ-ის გადაწყვეტილებას სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, „დროებითი მოვლენა” უწოდა „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან 1 დეკემბერს განაცხადა, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას.
კობახიძის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე”.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებამდე, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, უარი ეთქვა სადავო კანონებზე, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონზე და ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დაჰბრუნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.