"ეს იყო გულწრფელი პროტესტი" - დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმაზე

დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს შავი საღებავი ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე შეასხა - 16 ნოემბერი, 2024 წელი

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე [გიორგი] კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს” - განაცხადა ცესკოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტთან დაკავშირებით.

“თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დიახ, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა, ვერც არჩევნების დღეს იმ დარღვევებს, იმ ცემა-ტყეპას, იმ დაშინებას, იმ მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. ამიტომ მე ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად არის ბრძოლის დრო, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ!”, - განაცხადა კირთაძემ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დავით კირთაძეს, „სიმართლისა და გამბედაობისთვის“, მადლობა გადაუხადა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს „არჩევნების ქურდი“ უწოდა.

ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ დავით კირთაძემ „მთელი საქართველოს სათქმელი“ თქვა და შესაბამისად, „მასზე ნებისმიერი, სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება, ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც დიახ, პირადად კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით, მოჰპარა არჩევანი”, მაგრამ საქართველოში ხელახალ არჩევნებს “აუცილებლად ჩაატარებს კეთილსინდისიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია”.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი საღებავი შეასხა სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგი შეაჯამეს. კირთაძემ კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა.

ცესკომ დავით კირთაძეს უჩივლა და შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ასევე ნახეთ შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო

ასევე ნახეთ

რადგან ოპოზიციონერი ვიყავი - გიორგი სიორიძე ჰყვება, როგორ გააძევეს ცესკოს სხდომიდანსაპროტესტო აქციაზე პოლიცია სამი დემონსტრანტის დაკავებას ადასტურებს შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამოთინა ბოკუჩავა ცესკოს თავმჯდომარეზე: "უკვე ფიზიკურადაც ატარებს შავ ლაქას"ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, სხდომა დასრულდაცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობსცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა