რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესას, კიევსა და ხარკოვს

რუსეთის არმიის დლრონებით თავდასხმა კიევზე, 3 ნოემბერი, 2024 წელი

რუსეთის არმიამ 10 ნოემბრის ღამით დრონები შეუტია უკრაინის დიდ ქალაქებს.

ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, მაღაზიები, ავტოფარეხები და მანქანები. ზოგიერთ რაიონში, სადაც დრონები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა. ოდესის მერის ჰენადი ტრუხანოვის განცხადებით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდათ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე ათამდე დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმის განგაში ორჯერ გაისმა.

ხარკოვს 9 ნოემბრის საღამოს დარტყმა მიაყენეს რაკეტისა და საჰაერო ბომბის ჰიბრიდით. იგი ღია ადგილას დაეცა, ფრაგმენტებმა კი საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა. ხარკოვის საოლქო პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევის ფაქტზე.

ასევე ნახეთ 10 ნოემბრის დილით მოსკოვის ოლქზე დრონებით ფართო შეტევა განხორციელდა

რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს და უტევს მას უპილოტო საფრენი აპარატებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის. მოსკოვი არ აკეთებს კომენტარს მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

ასევე ნახეთ ბორელი კიევში ჩავიდა, რუსეთის ავიაცია უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს