Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი კიევში ჩავიდა, რუსეთის ავიაცია უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს


ჟოზეპ ბორელი. ბუდაპეშტი, 8 ნოემბერი, 2024 წელი. „გზავნილი ნათელია: ევროპელები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში სტუმრობისას 9 ნოემბერს.
ჟოზეპ ბორელი. ბუდაპეშტი, 8 ნოემბერი, 2024 წელი. „გზავნილი ნათელია: ევროპელები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში სტუმრობისას 9 ნოემბერს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიევში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად 9 ნოემბერს, რათა უკრაინას რუსეთის უწყვეტი იერიშების ფონზე ევროპის მხარდაჭერა დაუდასტუროს.

„უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის ყურადღების ცენტრში“, - დაწერა ბორელმა X-ის პლატფორმაზე.

მისი ეს განცხადება გავრცელდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიამ მორიგი თავდასხმა განახორციელა, ამჯერად საცხოვრებელ სახლზე ოდესაში.

ბორელი ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენელია, რომელიც უკრაინას ეწვია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

„გზავნილი ნათელია: ევროპელები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - უთხრა ბორელმა, რომელიც მომავალ თვეში თანამდებობას დატოვებს, თანმხლებ AFP-ის კორესპონდენტს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG