ბაიბა ბრაჟეს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია უერთდება ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას საქართველოს შესახებ. თუმცა ის ეჭვს გამოთქვამს დოკუმენტში არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების აღწერის საკითხზე.
„ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად ეჭვისა, რომ ის ძალიან სუსტია საარჩევნო დარღვევების სერიოზულობის აღწერაში“, - დაწერა ბრაჟემ სოციალურ ქსელ X-ზე.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაამატა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ჩავიდა, ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს.
„და - დიახ, ბატონი ორბანი საუბრობს მხოლოდ თავისთვის, არა ლატვიისათვის და არც ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
ასევე ნახეთ ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევასევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. როგორც განცხადებაში წერია, ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი.
ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანი არჩევნებზე: ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის არჩევნებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოებისგან. შვედეთმა უკვე მიიღო საქართველოსთან ოფიციალური თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ კანადა გადასინჯავს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან ასევე ნახეთ "არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - სახელმწიფო დეპარტამენტი