ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 27 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
ბლინკენის შეფასებით, არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, თუმცა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებრივი და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებსსახელმწიფო მდივნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე საერთო ჯამში კარგად იყო ადმინისტრირებული, აშშ ხაზს უსვამს ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ.
ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად. აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების თაობაზე.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგიაშშ მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
ასევე ნახეთ დარღვევების დაზუსტება და აღმოფხვრა აუცილებელია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად - ბორელი და ევროკომისია26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს ასევე ნახეთ მდინარაძე: სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. არ ჩქარობენ ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები