ისრაელის საჰაერო თავდასხმას 6 ოქტომბერს ღაზის ცენტრალურ ნაწილში 18 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობას ავრცელებს პალესტინის ჯანდაცვის სამსახური.
თავდასხმა მოხდა მეჩეთზე, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფოს მახლობლად, ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
Associated Press-ის ჟურნალისტმა საავადმყოფოს მორგში დათვალა ცხედრები. საავადმყოფოს ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ყველა დაღუპული კაცი იყო. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კიდევ ორი კაცი მძიმედ დაშავდა.
ისრაელის სამხედროებს მეჩეთზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი წლის განმავალობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 42 000 პალესტინელი დაიღუპა.
ასევე ნახეთ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. განახლდა სარაკეტო ცეცხლი ისრაელის მიმართულებით ასევე ნახეთ ისრაელის არმია აცხადებს, რომ მოკლა ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური