Reuters-ი 3 ოქტომბერს ავრცელებს ცნობას, რომელიც ეყრდნობა ისრაელის არმიის განცხადებას იმის შესახებ, რომ პალესტინელთა ტერიტორიაზე “გაანადგურეს” ღაზის სექტორის მთავრობის ხელმძღვანელი რაუჰი მუშტაჰა.
ღაზის სექტორს, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ნაწილია, მართავს ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
ამავე ცნობით, მოკლეს ასევე უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლები, სამეჰა ალ-სირაჯა და სამი უდეხა.
Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის არმიის განცხადება ეხება სამი თვის წინ განხორციელებულ თავდასხმებს.
Reuters-ს 3 ოქტომბერს მოჰყავს ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემები, რომელთა თანახმად, შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად მოკლულია 41 788, ხოლო დაჭრილია 96 794 პალესტინელი.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, სადაც 120 პირი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს.
ფორუმი