ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 2 ოქტომბერს კიანას სარკინიგზო სადგურის საგუშაგოზე გააჩერეს მოსკოვი-კალინინგრადის რეისის სატრანზიტო სამგზავრო მატარებელი, რომელზეც ევროპის ქვეყანაში აკრძალული რუსული სიმბოლოები იყო დახატული.
კერძოდ, ერთ-ერთ ვაგონზე მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღმნიშვნელი სიმბოლოები, ასო Z და ZOV. სხვა ვაგონს კი რუსულად ეწერა: „ვილნიუსი - რუსეთის ქალაქი“ ( «Вильнюс – город России».) მატარებლის პერსონალმა ვერ აუხსნა მესაზღვრეებს, საიდან გაჩნდა ვაგონებზე აღნიშნული წარწერები.
მატარებლის უფროსს და მის ქვეშევრდომებს წარწერების წაშლა მოუწიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა უარი თქვეს შემადგენლობის გაშვებაზე. მხოლოდ ვაგონების გაწმენდის შემდეგ დართეს მათ მატარებელს ნება, გაეგრძელებინა მარშრუტი.
2022 წლის გაზაფხულიდან ლიეტუვამ აკრძალა ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის გამოყენება და ასოები Z და V, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სიმბოლოებად იქცა.
ასევე ნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ევროკავშირს რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე თავდაცვის ხაზის შექმნას სთხოვენ ასევე ნახეთ ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში 800 ბელარუსი და 150 რუსი არ შეუშვა