Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ევროკავშირს რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე თავდაცვის ხაზის შექმნას სთხოვენ


თავდაცვითმა ხაზმა ევროკავშირი მოსკოვის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან უნდა დაიცვას.
თავდაცვითმა ხაზმა ევროკავშირი მოსკოვის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან უნდა დაიცვას.

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ევროკავშირს მოუწოდეს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზი აგებისკენ, რომელიც ევროკავშირს მოსკოვისგან მომდინარე სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაიცავს. ამის შესახებ Reuters-ი ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი ოთხი სახელმწიფოს მეთაურების წერილზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთისა და ბელარუსის ჰიბრიდულ საფრთხეებს შორის, წერილის ავტორები აღნიშნავენ დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, ეკონომიკურ ზეწოლას და მესამე ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების ევროკავშირში შეგზავნის ორგანიზებულ კომპანიას.

რუსეთთან და ბელარუსთან 700-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ ასეთი თავდაცვითი ხაზის მშენებლობის ღირებულება ზოგიერთმა ევროპელმა დიპლომატმა დაახლოებით ორ-ნახევარ მილიარდ ევროდ შეაფასა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე სახმელეთო თავდაცვის ხაზის შექმნის შესახებ მოწოდება მოჰყვა საბერძნეთისა და პოლონეთის ინიციატივას, რომელიც ისრაელის "რკინის გუმბათის" მსგავს საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას ითვალისწინებს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნების განცალკევებული საჰაერო თავდაცვის სისტემების კოორდინაცია უნდა მოხდეს.

ევროპულ თავდაცვაში ინვესტიციების მოზიდვა დღეს გახსნილი ევროკავშირის სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG