ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში არ დაუშვა ბელარუსის 800 და რუსეთის 150 მოქალაქე. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეველინა გუძინსკაიტემ განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვაში შესვლის ნებართვა არ მიეცათ მათ, ვინც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
"ქვეყანაში ბელარუსებისა და რუსების ყველაზე დიდი ნაკადის შესვლა მოხდა გასული წლის დეკემბრამდე პერიოდში, როდესაც არ იყო მკაცრი შემოწმება", - აღნიშნა გუძინსკაიტემ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯამში, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა და ვიზები გაიცა რუსეთის 8 ათას მოქალაქეზე. "ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს რიცხვი დაახლოებით 60 ათასია", - განაცხადა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბელორუსი დარჩენილიყო ქვეყანაში, ისინი შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ.
2023 წლის დასაწყისიდან ლიეტუვამ ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაგრძელებაზე 347 რუსსა და ბელარუსს უთხრა უარი. 2022 წლის განმავლობაში მხოლოდ უარი ეთქვა მხოლოდ 163 ადამიანს.