„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა. ცნობა რადიო თავისუფლებას ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, პრეზიდენტი პარლამენტს დოკუმენტს არ დაუბრუნებს არც მოტივირებული შენიშვნებით. შესაბამისად, მას ვეტო არ დაუდია.
კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა კანონპროექტს და არც მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნა პარლამენტს, მას ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ის დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
ასევე ნახეთ წავიკითხეთ ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი - რა წერია იქ ასევე ნახეთ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონიკანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.
კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი კესარია აბრამიძეზე: საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა!18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. საქართველოს პრეზიდენტი მის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.