უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან მოხსნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი.
განკარგულებაში არ არის მითითებული ამის მიზეზები.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნისა და მისი მფრინავის, ოლექსი მესის დაღუპვის შესახებ.
თვითმფრინავი ჩამოვარდა, როგორც ცნობებიდან ჩანს, არა რუსეთის არმიის იერიშის შედეგად. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.
ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა უკრაინაში.
ეს არის F-16-ის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა: ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში მხოლოდ ერთი თვის წინ შეიტანეს. ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მართავდა ოლექსი მესი, ამ ქვეყნის ერთი-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი, რომელიც დაიღუპა.
ასევე ნახეთ ვინ იყო ოლექსი მესი და როგორ დაიღუპა გამანადგურებელ F-16-ის უკრაინელი პილოტი?ზელენსკიმ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც დაადასტურა, რომ ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მან მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პერსონალს და თქვა, რომ აუცილებელია სარდლობის „გაძლიერება“ და „ხალხზე ზრუნვა“.
საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობებს საჰაერო ძალების ცენტრის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო შეასრულებს, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-ის თანხმობით, გადაწყვიტა კიევისათვის გადაეცა რამდენიმე ათეული გამანადგურებელი F-16, რასაც თავდაპირველად წინ უძღოდა უკრაინელი მფრინავების მომზადება.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ასევე ნახეთ "ეს რეალობაა! F-16 უკრაინაშია და ჩვენი სახელმწიფოსთვის ვიყენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ