მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო სულ 3030 საარჩევნო უბანს გახსნის. ამომრჩეველს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ უბანზე, რომელზეც ის საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით, ავტომატურად არის მიწერილი.
ასევე ნახეთ სად ვაძლევ ხმას - როგორ შევამოწმო?
საარჩევნო უბნის მოძებნა მარტივია - ამისთვის უნდა შეხვიდეთ ცესკოს ვებგვერდზე, შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი და გვარი. ამის შემდეგ გამოჩნდება თქვენი სახელი და გვარი, ფოტოსურათი, მისამართი და საარჩევნო უბანი.
საარჩევნო უბანზე „მაუსის“ მიტანის შემდეგ კი გამოჩნდება რუკა და მასზე მონიშნული საარჩევნო უბანი.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგებიპასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ