Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარ თუ არა საარჩევნო სიაში - როგორ შევამოწმო?


საარჩევნო სიაში საკუთარი თავის მოძებნა მარტივია. ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტი აქვს.

მობილური ტელეფონით, ლეპტოპით, კომპიუტერითა თუ პლანშეტით უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე cesko.ge ან voters.cec.gov.ge. აქვე მითითებულია საარჩევნო სიების განახლების ბოლო თარიღი.

ვებსაიტზე შესვლისას სულ ორი ველია შესავსები. იქ უნდა ჩაწეროთ:

  • პირადობის მოწმობაზე არსებული 11-ნიშნა რიცხვი;
  • თქვენი გვარი.

ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ველი „მე არ ვარ რობოტი“ და დააწკაპუნოთ ღილაკ „ძებნაზე“.

ფოტო ცესკოს ვებსაიტიდან
ფოტო ცესკოს ვებსაიტიდან

თუ ხართ საარჩევნო სიაში, ვებსაიტზე გამოჩნდება თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი. აქვე შეგიძლიათ ნახოთ, სად არის ის საარჩევნო უბანი, სადაც 26 ოქტომბერს უნდა მიხვიდეთ.

თქვენივე პირადობის მოწმობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები. ამისთვის თქვენი პირადი ნომრისა და გვარის ჩაწერის შემდეგ უნდა დააწკაპუნოთ წარწერაზე: „ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია“.

ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება შესაძლებელია მობილური აპლიკაციებითაც (iOS, Android). გარდა ამისა, სიები ხელმისაწვდომია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებსა და იმ საარჩევნო უბანში, სადაც რეგისტრირებული ხართ.

თუ საარჩევნო სიაში ხართ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საინფორმაციო ბარათსაც მოგიტანენ სახლში. ეს ბარათი აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ ხმა მისცეთ, ის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სად არის თქვენი უბანი.

არ დაგავიწყდეთ, რომ განახლებული სია ცესკოს ეგზავნება არჩევნებამდე 19 დღით ადრე (7 ოქტომბრამდე). ამ ვადის გასვლის შემდეგ საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.

პასუხები სხვა კითხვებზე:

ფორუმი

XS
SM
MD
LG