ორჯერ მეტს ამბობს უკრაინული მხარე. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ კურსკის შეტევაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან მოხსენებისას 12 აგვისტოს განაცხადა: „ჩვენ განვაგრძობთ შეტევით ოპერაციას კურსკის ოლქში. მოცემული მომენტისთვის ჩვენი კონტროლის ქვეშაა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი“
ასევე ნახეთ კურსკის ოლქის 28 დასახლებულ პუნქტს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენუკრაინის სამხედრო ნაწილები წინ მიიწევენ ბელგოროდის ოლქში, სადაც ინტენსიური სროლის გამო ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ვერ ახერხებს სასაზღვრო რაიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენას.
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოდან დაწყებული ოპერაციის შეჯამება ვთხოვეთ ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეს, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც ამტკიცებს, რომ უშალოდ მონაწილეობდა ბელგოროდში მიმდინარე ოპერაციის დაგეგმვაში.
„სიტუაციის შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ მოწინააღმდეგე შემოვლას გვიპირებდა ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონიდან. იქ მდებარეობს სოფელი პოროზი, სადაც ჩვენი ბიჭები შევიდნენ. აი, მაგ მხრიდან აპირებდა [მოწინააღმდეგე] შემოსვლას. მაგრამ საიმედოდ ჩაკეტილი გვაქვს ეგ მიმართულება. პოროზს წუხელ დაემატა ორი სოფელი - მარტინოვკა და გორიელოვკა და უფრო სიღრმეში ვართ შესული.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ კურჩატოვიდან ვართ უკვე 10 კილომეტრში. იქ პოზიციებს ვამაგრებთ, სანგრებს ვთხრით და ტექნიკას სწორ განლაგებას და მიმართულებას ვაძლევთ. მოგეხსენებათ, რომ კურჩატოვშია ატომური ელექტროსადგური, მაგრამ უკრაინა ელექტროსადგურზე შეტევას არ აპირებს. უკრაინა არ არის ტერორისტული სახელმწიფო, როგორც რუსეთი, რომელმაც ხელთ იგდო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“.
რადიო თავისუფლება: ბატონო, ვანო, დღემდე ყველა თავს იმტვრევს იმაზე, თუ რა არის ამ ოპერაციის მიზანი? არა იმდენად პოლიტიკური, არამედ სამხედრო? თქვენ ხედავთ ამ მიზანს, რისთვისაც უკრაინის არმიამ რუსეთის საზღვარი გადალახა?
ამჟამად უფრო ბელგოროდია ჩვენს ინტერესებში
ვანო ნადირაძე: „სამხედრო მიზანი გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ რუსეთი იძულებული, გახდა ხუთი კოლონა დაეძრა უკრაინის ტერიტორიიდან კურსკის დასაცავად. რუსებმა სწორედ აქ დაუშვეს დიდი შეცდომა, რადგან ამ ხუთი კოლონიდან თავდაპირველი შემადგენლობით ვერც ერთმა ვერ მიაღწია კურსკამდე. გზაში ჩვენმა დრონებმა და „ჰაიმარსებმა“ საკმაოდ კარგად იმუშავეს.
როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა, ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ აღმოვაჩინოთ რაკეტა „ისკანდერების“ და კორეული რაკეტების გამშვები წერტილები, საიდანაც ამ რაკეტებს [რუსეთი] უკრაინისკენ უშვებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები გავანადგუროთ, რადგან მათი ჰაერში განადგურება უკვე ძალიან ძნელია. მთავარია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მოგვცეს მათი წარმოების რაკეტების და იარაღის ხმარების უფლება რუსეთის ტერიტორიაზე.
შესაბამისად უკრაინის საზღვრის გადალახვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სწორი ნაბიჯი იყო. ამ წუთას ოპერაციის უფრო ბელგოროდის მიმართულებით გაფართოებაზე ვფიქრობთ, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგეს სწორედ ბელგოროდის მიმართულებიდან შეჰყავს ის ძალები, რომლებიც ხარკოვზე იერიშებს ახორციელებენ. რუსეთის არმიისთვის ლოგისტიკური გზების გადაკეტვა გვინდა და ამიტომ ამჟამად უფრო ბელგოროდია ჩვენი ინტერესების ქვეშ.
რადიო თავისუფლება: ჩვენ თქვენგან ვიცით, რომ კურსკის ოლქში ერთ-ერთი პირველი შევიდა თქვენი თანამებრძოლის, გიორგი ფარცვანიას ჯგუფი. გიორგი ფარცვანია და მისი სადესანტო ჯგუფი ბელგოროდშიც ერთ-ერთი პირველები შევიდნენ და სოფელ პოროზის კლუბის შენობის წინ ქართული და უკრაინული დროშებიც გაშალეს. ამჟამად სად არის და როგორაა გიორგი ფარცვანია?
ვანო ნადირაძე: კარგად არის! ისე გიორგისთან ერთად ბელგოროდის რაიონში განხორციელებულ ოპერაციაში ზაზა შონიაც მონაწილეობდა. მაგარ დაბომბვაში მოყვნენ. ცეცხლის ქვეშ 34 კილომეტრი იარეს. ამ ჯგუფიდან ბიჭებმა, ლამის ყველამ, კონტუზია მიიღეს, მაგრამ გიორგიმ 24 კაცი გადაარჩინა. ამჟამად ჩემი დაჟინებული თხოვნით ჰოსპიტალში იმყოფებიან, რამდენიმე დღეში უკვე ფორმაში იქნებიან.
ასევე ნახეთ ვიდეოს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში შევიდნენბელგოროდის ტელეგრამის არხებმა შაბათს დილით გაავრცელეს ინფორმაცია პოროზის დაბომბვის შესახებ. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დილის მოხსენებაში თქვა, რომ უკრაინის არმიამ 49 ჭურვითა და 15 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში გრაივორონის ოლქის რამდენიმე დასახლებაზე, მათ შორის პოროზზე.
ომის დაწყებიდან ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინიდან რამდენჯერმე შევიდნენ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები. ისინი ძირითადად უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსებისგან შედგებოდნენ.
9 აგვისტოდან უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ბრაიანკისა და კურსკის რაიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს. კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების რეიდის შემდეგ, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.