„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო - მათ შორის, ჟოზეპ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ წარმომადგენლობითი იყო. რაც შეეხება რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. რეგიონი იყო თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ინაუგურაციაზე ყოფნას „ჰამასის“ ლიდერთან ერთად.
ასევე ნახეთ ჰამასის თანახმად, თეირანში მოკლულია მოძრაობის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე„მე როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის 'აწევა', თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს. 'ლომჯარიები' არიან სომხეთშიც, მაგრამ 'სომეხ ლომჯარიებს' სომხეთში არ 'აუწევიათ', იმიტომ რომ 'სომეხ ლომჯარიებს' არ დაავალეს ის, რაც დაავალეს 'ქართველ ლომჯარიებს'“, - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ ირანის ახალი პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი მხედველობაში არ იღებს მათ ღირსებასა და მდგომარეობასგუშინ, 30 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში დაესწრო ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწროირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაჟღერებულ შეძახილებზე („სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“) ყურადღება გაამახვილა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
„ვიდეოში, სადაც დარბაზი სკანდირებს - „სიკვდილი ისრაელს“, „სიკვდილი ამერიკას“, კობახიძე ჰამასის ლიდერის გვერდით ზის“, - დაწერა ნინო ლომჯარიამ ფეისბუკში და ვიდეოკადრები გაავრცელა.