„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში გაუქმდა აღნიშნული წვრთნები, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. ეს ძალიან სამწუხარია. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, - თქვა აშშ-ის ელჩმა.
გუშინ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადოსაქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გადადო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება.
ასევე ნახეთ თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ გადადო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორი“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთავარსარდალია, აცხადებს, რომ ჯარის გაძლიერების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება დაცული.
„ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. შეიძლება იყოს იმავე დონის ზიანი, როგორც „რუსული კანონია“ ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის და ყველაფერისთვის, რაც კეთდებოდა, ჩვენი ჯარისთვის“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი აშშ-ის წვრთნების გადადებაზე: ხელისუფლება ვერ ხვდება, სად მეგობარია და სად მტერი