Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აშშ-ის წვრთნების გადადებაზე: ხელისუფლება ვერ ხვდება, სად მეგობარია და სად მტერი


სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთავარსარდალია, აცხადებს, რომ ჯარის გაძლიერების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება დაცული. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს შეეფასებინა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოსთან ერთად დაგეგმილი წვრთნები უვადოდ გადაედო.

„ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. შეიძლება იყოს იმავე დონის ზიანი, როგორც „რუსული კანონია“ ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის და ყველაფერისთვის, რაც კეთდებოდა, ჩვენი ჯარისთვის“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობა ვერ იქნება პარტნიორების გარეშე დარჩენისა და იზოლაციაში მოქცევის შემთხვევაში: „ხელისუფლება ვერ მიხვდა, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები“.

გუშინ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გადადო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG