„უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა.
სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება“, - წერია ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ „ოცნებაში“ „ჰეითერებს“ უწოდებენ მათ, ვინც კობახიძის გამოსვლას ნეგატიური შეძახილებით შეხვდა2 ივლისს ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიებაზე, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა, უარყოფითი შეძახილები მოჰყვა პრემიერ კობახიძის სცენაზე ფეხბურთელების გვერდით გამოჩენას.
მას ეს შეძახილები სცენაზე სიტყვით გამოსვლის დროს არ შეუმჩნევია და არც რაიმე კომენტარი გაუკეთებია.
ასევე ნახეთ ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიებაზე კობახიძის სცენაზე გამოჩენას შეძახილები მოჰყვა„გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით“, - თქვა კობახიძემ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე გადასცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ამ დღეს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო პრეზიდენტმა, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრები და სამწვრთნელო შტაბი ღირსების ორდენით დააჯილდოვა