17 ივნისისთვის არსებულ მონაცემებს ავრცელებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ერთ-ერთია ამ 12 არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამ დროის მონაცემებით:
- წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას 216 ადამიანს ედავებოდნენ;
- აქციების ორგანიზების წესის დარღვევას - 61 ადამიანს;
- ავტომობილებით გზის გადაკეტვას - რვა ადამიანს.
ამ საქმეებზე სასამართლოს მოქალაქეებისთვის უკვე დაკისრებული აქვს ჯამში 150 000 ლარზე მეტის ოდენობის ჯარიმები, თუმცა საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.
„ამ დროისთვის განხილული საქმეებიდან 90%-ზე მეტ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა“, - აცხადებენ საიაში.
ასევე ნახეთ 180 დაკავებულიდან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა - ომბუდსმენი"სამართლებრივი დახმარების ცენტრში" სულ შესულია 950-ზე მეტი შეტყობინება, აქედან ორგანიზაციები სამართლებრივად ეხმარებიან 375 ადამიანს. მათგან ნაწილი - 90 ადამიანი - სისხლის სამართლის საქმეებში მოწმის, ბრალდებულისა და დაზარალებულის სტატუსს ატარებს.
ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით მაისში მიიღო „აგენტების კანონი“. თითქმის ორთვიანი აქციების დროს პოლიციამ დააკავა ათეულობით მოქალაქე, მათგან ცხრის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
იმის მიუხედავად, რომ არაერთმა სამართალდამცავმა იძალადა არაერთ მოქალაქეზე, ამ ეტაპზე ძალის გადამეტების გამო დაკავებული პოლიციელების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ასევე ნახეთ "ცემის შემდეგ სურათებს თუ ვიდეოებს მიღებდნენ, ეს უნდა გადავაგზავნოთო" - დავით ქაცარავა