„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. [მათგან] 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე“, - წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 71-მა ადამიანმა ითხოვა რეაგირება, რის გამოც მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
პოლიციამ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ათეულობით ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ფორუმი