ჩვენს ნაკრებს მეზობლებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს:
🟢 1 მოგება
🟡 1 ფრე
🔴 2 წაგება
თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს ინგლისში გამოჩნდა და ჯგუფში მაშინაც პორტუგალია და ჩეხეთი ჰყავდა. მათ ტურნირი სამი წაგებით დაასრულეს.
„მთვარის ვარსკვლავებმა“ საუკეთესო შედეგი 2008 წელს აჩვენეს, როდესაც ნახევარფინალში გავიდნენ და გერმანიასთან 2-3 დამარცხდნენ.
ბოლო, 2021 (2020) წლის ევროპის ჩემპიონატი კი თურქეთის ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა.
ამჟამად ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში თურქეთი მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს. მან კარგად ჩაატარა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი და ჯგუფში ხორვატიის ნაკრებს აჯობა.
თურქეთის ნაკრები გამოირჩევა სწრაფი შეტევითა და პრესინგით. მისი ყველაზე ძლიერი რგოლი კი ნახევარდაცვაა.
გუნდის ცენტრალური ფიგურა არის მილანის „ინტერის“ 30 წლის ნახევარმცველი ჰაკან ჩალხანოღლუ. საქართველო-თურქეთის მატჩის მასპინძელი ქალაქის, დორტმუნდის გუნდში თამაშობს კიდევ ერთი თურქი ნახევარმცველი, სალიჰ ოზჯანი. ნიდერლანდში გამორჩეული სეზონის შემდეგ, ლისაბონის „ბენფიკაში“ ასპარეზობს ნახევარმცველი ორკუნ კეკჩუ. თურქების მთავარი იმედი კი მადრიდის „რეალის“ 19 წლის ნახევარმცველი არდა გიულერია.
19 წლის არის ტურინის „იუენტუსის“ შემტევი კენან ილდიზიც, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფრანგულ „ლილში“ გამოდის შემტევი იუსუფ იაზიჯი.
შედარებით სუსტად გამოიყურება თურქეთის დაცვა. მცველების ნაწილმა ევროპაში სასურველი კარიერის აწყობა ვერ შეძლო, თუმცა ამჟამად თურქულ გრანდებში გამოდიან. ამასთან, „რომაში“ თამაშობს მცველი ზეკი ჩელიკი.
ბოლო სამ ამხანაგურ მატჩში თურქეთის შედეგები ასეთია:
🇵🇱 პოლონეთი 2 - 1 თურქეთი 🇹🇷
🇮🇹 იტალია 0 - 0 თურქეთი 🇹🇷
🇦🇹 ავსტრია 6 - 1 თურქეთი 🇹🇷
ბოლო ორ მატჩში ტრავმა მიიღო სამმა ფეხბურთელმა: მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მცველმა კაგლარ სოიუნჩუმ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელმა ენეს უნალმა (ბორნმუთი).
„ევრო 2024-ზე“ საქართველოს პირველ მეტოქეს წვრთნის წარსულში ცნობილი იტალიელი ფორვარდი ვინჩენცო მონტელა.
ასევე ნახეთ ჩეხეთი - გაიცანი მეტოქე ასევე ნახეთ პორტუგალია - გაიცანი მეტოქე