აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ "ჰელსინკის კომისიის" ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.
ასევე ნახეთ “უცხოეთის აგენტების კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია” - კონგრესმენი ჯო ვილსონიივანე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა, ქუჩაში აფიქსირებენ. ეს ხმა „ისმის აქ, ვაშინგტონში, და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში“, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის“.
მისი თქმით, „აგენტების კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და გაანადგურებს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას“, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის გულუხვი მხარდაჭერით.
„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლების სვლას რუსეთის ორბიტისაკენ“, - განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ.
ნატალია საბანაძემ თქვა, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად შერაცხავს კრიტიკულ ხმებს. “ეს კანონი სიმპტომია და არა მიზეზი“ - რეპრესიის იარაღია, რომელიც წინასაარჩევნოდ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსპობას, - თქვა მან.
„ქართველებმა ეს ბრძოლა თავად უნდა იბრძოლონ. ამას ვაკეთებთ კიდეც. მაგრამ გვჭირდება მეგობრები. მათ, ვინც ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას უგულებელყოფს და უარს გვეტყვის მომავალზე, რომელიც ჩვენი შვილებისათვის გვსურს, შედეგები უნდა მოიმკონ“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.
უილიამ კორტნიმ მიმოიხილა დამოუკიდებელი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ამერიკა მუდამ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “თითქმის ოცდაათი წელია, რაც აშშ-სა და საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა გააჩნიათ. ახლა კი ამერიკამ განაცხადა ვიზების შეზღუდვის შესახებ მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს. ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ 'ქართული ოცნება' ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს", - განაცხადა უილიამ კორტნიმ და დასძინა, რომ ამერიკამ შეიძლება ახალი ინდივიდები დაამატოს “შავ სიას”, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს ამერიკელებს მათთან ურთიერთობის დაჭერა.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
ცხოვრება სანქცირებული ხელისუფლების პირობებში? - როგორი იქნება ის ჩვენთვის სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?ჰელსინკის კომისია აქვეყნებს ინფორმაციას MEGOBARI Act-ის შესახებგანცხადება „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ - ქართველი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა “არის საფრთხე, საქართველო ბელარუსის მსგავს ქვეყნად იქცეს - ეს დევს სასწორზე” - პაველ სლუნკინი"სავიზო აკრძალვები და სხვა სანქციები" - Fox News-ი MEGOBARI აქტის შინაარსზე წერს„ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARIკონგრესში აცხადებენ, რომ საქართველოში „რუსული სტილის” კანონის მიღება კრემლის მაქინაციის შედეგია