„უცხოეთის აგენტების კანონი [საქართველოს] მთავრობის ანტიდემოკრატიული კურსის აისბერგის წვერად მოჩანს", - თქვა მან და დასძინა, რომ “ქართული ოცნება” ასევე ასუსტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საბოლოოდ ძირს უთხრის სასამართლო სისტემას და თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს.
საქართველოს მთავრობა “აქტიურად უჭერს მხარს ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს”, - განაცხადა ჯო ვილსონმა.
მის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი, რომელმაც გაიხსენა, 2012 წელს ჩავედი საქართველოში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი პენიტენციურ სისტემას “დრაკონულად” მართავდა, ბიძინა ივანიშვილი კი “კარგი რეფორმატორის” შთაბეჭდილებას ტოვებდაო. ახლა კი, “ქვეყანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატია არ გახლავთ. ეს არ შეესაბამება დასავლურ ღირებულებებს”, - განაცხადა სტივ კოენმა.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
ფორუმი