„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად გზის გადაკეტვის გამო მოსამართლემ შვიდი მოქალაქე დააჯარიმა

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე. 3 მაისი, 2024 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კანონდარღვევად ჩათვალა „აგენტების კანონის“ გაპროტესტებისას გმირთა მოედნის გადაკეტვა 2 მაისს. ამ მიზეზით მან სამართალდამრღვევად ცნო თერთმეტი ადამიანი, მათგან ოთხს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შვიდი კი 500-500 ლარით დააჯარიმა.

საქმეები მოსამართლემ გუშინ, 3 ივნისს, განიხილა, გადაწყვეტილება კი დღეს, 4 ივნისს, გამოაცხადა.

მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონი“ პარლამენტში 3 აპრილს დააინიციირა. მას შემდეგ კი დედაქალაქის ქუჩებში ხალხმრავალი აქციები იმართება, მოქალაქეთა ნაწილი კეტავდა გზის სავალ ნაწილს. თითქმის ორთვიანი პროტესტისას პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა, მათ უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ჯარიმას აკისრებენ.

ასევე ნახეთ ტერორი „მარწყვის არომატით“ - გინებისა და მუქარის ახალი ტალღა

ასევე ნახეთ

ნატალია ყიფშიძე, ლუკა შველიძე და აქციის სხვა მონაწილეები სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა„მიზანი დაშინებაა“ - ვის და რატომ იბარებენ კრიმინალურ პოლიციაში"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმააქციის მონაწილე, 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმანიღბიანებმა „საყურე როგორ გიკეთია“, „გვეზიზღებიო“ - სასამართლომ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო დახურა