ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს

საილუსტრაციო ფოტო

ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის კაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "23 მაისს, ზუგდიდში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა".

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო რვა დღეში საქართველოში ოთხი ქალი მოკლეს. 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში ფემიციდის შვიდი შემთხვევა აღირიცხა.

ასევე ნახეთ რა წერია მოკლული დედა-შვილის საქმის მასალებში - ძალადობა, რომელიც ერთ წელს გრძელდებოდა და ყველა დუმდა

ასევე ნახეთ

„მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ცოლ-შვილთან ერთად მოვიდა კლინიკაში“ - დედა-შვილის მკვლელობა რუსთავში  21 წლის ქეთის მკვლელობა - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდიმკვლელობაში ბრალდებული შეურაცხადია - როგორ იცილებენ უვადო პატიმრობას?დღესასწაულებზე მოკლული ქალები - ოჯახში ძალადობა ფოიერვერკებს მიღმა„ბოლოს სულ კონფლიქტი ჰქონდათ“ - ახალი წლის ღამით მოკლული ქალი სოფელ აქუცაში დაკრძალესმირჩევნია, მოგკლა და კაცურად მოვიხადო სასჯელი - მკვლელობა „ღირსების სახელით“როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან