კრემლში საქართველოს საშინაო საქმე უწოდეს „აგენტების კანონის“ მიღებას და განაცხადეს, რომ ამ საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 14 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს სიტუაციაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა „უცხოეთის აგენტების“ კანონის პარლამენტში განხილვის გამო. პესკოვის პასუხის თანახმად, „არაერთხელ თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს საშინაო საქმეა“, რომელშიც „არანაირად არ სურთ ჩარევა“.
„ერთი მხრივ, კონსტატირებას ვახდენთ საქართველოს ხელმძღვანელობის მტკიცე სურვილის, თავისი ქვეყანა დააზღვიოს საშინაო საქმეებში დაუფარავი ჩარევისგან, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა. მეორე მხრივ, ვხედავთ გარედან საქართველოს საშინაო საქმეებში დაუფარავ ჩარევას“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
პესკოვის თქმით, საქართველოს სანქციების გამოყენებით ემუქრებიან, რაც ქვეყნის „საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევაა“. პუტინის პრესმდივნის მტკიცებით, რუსეთი არ ერევა და ჩარევას არც მომავალში არ აპირებს.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ნაწილი წერს, რომ პესკოვმა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა დასავლეთი, თუმცა იმ ციტატების მიხედვით, რომლებსაც ავრცელებენ, პესკოვი კონკრეტულად დასავლეთს არ ახსენებს.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“საქართველოში აპრილიდან გრძელდება მწვავე პროტესტი მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთში მიღებული რეპრესიული კანონის ანალოგიურს უწოდებენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ ევროპული და ევროატლანტიკური საგარეო კურსის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლაში.
ამას „ქართული ოცნებაში" უარყოფენ და აცხადებენ, რომ კანონის ერთადერთი მიზანი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირეული ევროპული პრინციპია.
თავის მხრივ, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიუთითეს, რომ კანონპროექტს, დღეს არსებული სახით, ევროპულ სტანდარტებთან კავშირი არ აქვს და მისი მიღება ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესს.
ასევე ნახეთ "საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით მიმართეს ბორელსა და ვარჰეის ასევე ნახეთ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს - სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადება "აგენტების კანონზე"„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებას დღეს, 14 მაისს, აპირებს.
ასევე ნახეთ პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო