ევროკავშირის პრესმდივანი ნაბილა მასრალი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა.
"მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
ასევე ნახეთ მარნეულში თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, გიორგი მუმლაძეს9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.
მუმლაძე ერთადერთი არ არის, ვისაც ბოლო დღეებში თავს დაესხნენ. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიო შენგელიას.
ფიზიკური ანგარიშსწორების პარალელურად, თბილისში სიძულვილის კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა პოსტერები და წარწერები ჟურნალისტების და აქტივისტების სახლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან.
ასევე ნახეთ პოსტერები ოფისების და სახლების კედლებზე, წარწერები მანქანებზე - თბილისში სიძულვილის ახალი კამპანია დაიწყო