ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, რომ წუხელ, 2 მაისს, პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავმა გამოცემის ჟურნალისტს სცემა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
ვიდეოში ისმის, რომ რეპორტიორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, შსს-ს თანამშრომლებს ეუბნება: „ჟურნალისტი ვარ“.
ამის მიუხედავად, ერთ-ერთი პოლიციელი მეორეს მოუწოდებს: „მოკიდე ხელი“.
ამავე გამოცემის კიდევ ორ რეპორტიორს წინა ღამით, 30 აპრილისა და 1 მაისის მიჯნაზეც შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ჟურნალისტებს, ლიკა ზაკაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა შეუშალა ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ 1 მაისის ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ოთხ დღეში სპეცრაზმელების სამიზნედ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.
ასევე ნახეთ „მედიაომბუდსმენის“ ცნობით, ოთხ დღეში სპეცრაზმელების სამიზნედ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცაპირველი მაისით დათარიღებული განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გმობს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების და, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ.
ასევე ნახეთ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი